უეინ რუნი მანჩესტერში დარჩა.
მაიკლ კერიკი ავადმყოფობისგან განიკურნა და "მანჩესტერ იუნაიტედის" დახმარებას "ვესტ ჰემთან" მატჩში შეძლებს, თუმცა უეინ რუნი და დეილი ბლინდი ლონდონში თანაგუნდელებთან ერთად არ გამგზავრებულან.
"მიდლსბროსთან" არყოფნის შემდეგ შემადგენლობაში იქნებიან ტიმოთი ფოსუ-მენსა, ეშლი იანგი და მატეო დარმიანიც.
ბასტიან შვაინშტაიგერი კვლავ არ შეინიშნებოდა სტოკპორტის სადგურში, საიდანაც "წითლები" მატარებლით გაემგზავრნენ ლონდონის მიმართულებით. ერიკ ბაიი, როგორც მოგეხსენებათ, აფრიკის ჩემპიონატზე გაემგზავრა, ამიტომ მისი არყოფნა გასაკვირი არ არის. ხოლო ლუკ შოუს კვლავ ტრავმა აქვს.
დადასტურებული განაცხადი: დე ხეა, რომერო, ჯონსტონი, ფოსუ-მენსა, ვალენსია, დარმიანი, სმოლინგი, ჯონსი, როხო, ერერა, კერიკი, პოგბა, ფელაინი, იანგი, მატა, ლინგარდი, მხითარიანი, მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი, რეშფორდი.