"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრნელმა ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმა მისი გუნდისთვის კატასტროფა იქნებოდა.
2016 წელი ძალზედ წარმატებული გამოდგა 35 წლის შვედისთვის, რომელმაც თავის ყოფილ კლუბში გატანილ 33 გოლს "წითელი ეშმაკების" მაისურით გატანილი 17 გოლიც შემატა.
მიმდინარე წელს მხოლოდ ლიონელ მესიმ გაიტანა იბრაჰიმოვიჩზე მეტი გოლი (51), თუმცა ზლატანს ერთი მატჩი აქვს თადარიგში, რომელსაც დღეს "მიდლსბროს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"იბრაჰიმოვიჩის ტრავმა კატასტროფა იქნებოდა. რა თქმა უნდა, კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამ ხდება.
მისი შედეგიანობა არ მაკვირვებს. ესპანეთში მესი და კრიშტიანუ ხშირად ურტყამენ პენალტს. ისინი ფენომენალური მოთამაშეები არიან, რომელთაც ხშირად გააქვთ პენალტიდან. ზლატანმა კი 18 მატჩში მხოლოდ ერთხელ დაარტყა 11-მეტრიანი. აქ ასე ადვილი არ არის გოლის გატანა", - განაცხადა მოურინიომ.