თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2016, 11:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2719,
კომენტარები: 15
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს კომენტარი ძველი მეგობრის გუნდთან დაპირისპირებამდე.
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მუხტი აქვს დაჭერილი გამარჯვებათა სერიით, რომელიც მისმა გუნდმა აჩვენა და ამ სერიის გაგრძელებას დღეს ძველი მეგობრის, აიტორ კარანკას გუნდის წინააღმდეგ ეცდება.

"წითლებმა" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში ქულათა მაქსიმუმი აიღეს და პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მე-15 ადგილზე მყოფი "მიდლსბრო" ჩავა.

ახალი წლის წინა საღამოს გასამართი მატჩის წინ მოურინიომ განაცხადა: "კარგად თამაში დიდი ხანია გამოგვდის. რთულად მახსენდება მატჩი, სადაც კარგად ვერ ვითამაშეთ.

ბევრი მატჩი ჩავატარეთ კარგად, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი შედეგები ვერ მივიღეთ, როგორიც კარგ თამაშს უნდა ახლდეს.

მაგრამ რეალობა ის არის, რომ პრემიერ ლიგის ბოლო 4 და საერთო ჯამში ბოლო ხუთ მატჩში გავიმარჯვეთ და ახლა ქულები გვჭირდება, ასე რომ, მოდით კიდევ სამი ავიღოთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ფეხბურთის სათამაშოდ კარგი დღეა, წლის ბოლო დღე, ასე რომ, მოდი ვცადოთ".


მოურინიო პირველად დაუპირისპირდება თავის ყოფილ ასისტენტს და მიუხედავად იმისა, რომ კარანკასთან მას მეგობრული ურთიერთობა აქვს, მომდევნო მატჩში მის წარმატებას ნამდვილად არ ისურვებს.

"ჩემი მეგობარია, ნამდვილი მეგობარი. ყოველთვის მისი გამარჯვება მსურს, მასაც ყოველთვის ჩემი გამარჯვება სურს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა მეც მინდა მოგება და მასაც.

ხანდახან ძმები უპირისპირდებიან ერთმანეთს, ხანდახან მამა და შვილი, როცა მამა მწვრთნელია, შვილი კი ფეხბურთელი, ეს კი უფრო რთულია. მთელი 90 წუთის განმავლობაში კი მას გამარჯვება ენდომება და მეც ასევე".
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№1
ავტორი: mufc1878
31 დეკემბერი 2016 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ჰანდიკაპი დაიდოს დღეს მოუ.ბეზ პრალემ მოვიგებთ
0
№2
ავტორი: Antoine Griezmann
31 დეკემბერი 2016 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
სურათები გამოილია რეალის მაიკით რომ არ დაგედოთ ? ???? areyoukiddingme
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
31 დეკემბერი 2016 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: Antoine Griezmann
სურათები გამოილია რეალის მაიკით რომ არ დაგედოთ ? ???? areyoukiddingme

რაუჭირს მერე

ეს ბიჭი არიყო და გუშინ მთელიდღე სიახლე არდადებულაა მაგრად მუშაობს rojodiablo საღოლ ბრატ

და ყველას გილოცავთ დამდეგ ახალწელს მანჩესტერის გულშემატკივრებოოო დარწმუნებულივარ დღეს ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ გაგვახარებს
0
№4
ავტორი: stepno
31 დეკემბერი 2016 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სავარაუდოოდ გავამნადგურებთ
0
№5
ავტორი: temo123temo123
31 დეკემბერი 2016 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
ყველას წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და იმედია დღეს მანჩესტერი წინასაახალწლო საჩუქარს გაგვიკეთებს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
31 დეკემბერი 2016 12:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოგებას ველი gun2
0
№7
ავტორი: Red__Devil
31 დეკემბერი 2016 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ციტატა: Antoine Griezmann
სურათები გამოილია რეალის მაიკით რომ არ დაგედოთ ? ???? areyoukiddingme


კარანკასთან ერთად მუშაობდა რეალში. თუმიაგნებ სადმე ორივეს ერთად მანჩესტერის მაისურებით გვაჩვენე ჩვენც :დ
0
№8
ავტორი: GeorgeBest
31 დეკემბერი 2016 13:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Antoine Griezmann
სურათები გამოილია რეალის მაიკით რომ არ დაგედოთ ? ???? areyoukiddingme

სიახლეს თუ წაიკითხავ მიხვდები რატოც დევს
0
№9
ავტორი: ikeoni
31 დეკემბერი 2016 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Aucileblad unda movigot
0
№10
ავტორი: mogeba
31 დეკემბერი 2016 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
vigebt dgea manchestwruli angarishit 3-0
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top