თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2016, 21:55
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2179,
კომენტარები: 9
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიოს გუნდი "მიდლსბროსთან" კვლავ დანაკლისით ითამაშებს
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ უეინ რუნი 2016 წლის ბოლო მატჩში მონაწილეობას ვერ შეძლებს, შესაბამისად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მის გარეშე იმასპინძლებს "მიდლსბროს" წინააღმდეგ.
გუნდის კაპირანმა ბოქსინგ დეიზე "სანდერლენდთან" შეხვედრაც გამოტოვა მას შემდეგ, რაც შობა დღეს ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო.

როცა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს, იცოდა თუ არა განსაზღვრული დრო, როცა რუნი დაბრუნდებოდა, მან უპასუხა: "არა, მაგრამ ჯერ მზად არ არის".

რაც შეეხება ლუკ შოუს, მის შესახებ მოურინიომ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა: "გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ მომდევნო მატჩში ვერც ის ითამაშებს".

სხვა მხრივ მოურინიოს გუნდს დანაკლისი არ აქვს და ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოსაპოვებლად საბრძოლო შემადგენლობით გავა მოედანზე. მართალია ერიკ ბაიი "შავ კატებთან" მატჩის განაცხადში არ იყო, მაგრამ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება გახლდათ და არა იძულებითი მოქმედება.

რაც შეეხება შემადგენლობის შერჩევას, მოურინიომ განაგრძო: "მომდევნო მატჩი "მიდლსბროსთან" გვაქვს და ეს შეხვედრა მოსაგებია. ამიტომ, ჩვენ ვიფიქრეთ "მიდლსბროზე" და შევარჩევთ შემადგენლობას, რომელიც გამარჯვების გარანტიასა და შანსს მოგვცემს. შესაბამისად, შემადგენლობაში შევარჩევთ ყველას, ვინც ხელმისაწვდომია და ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი იქნება ამ მატჩისთვის. ესეც მნიშვნელოვანი მატჩია და იმას ვათამაშებთ, ვინც ჩვენი აზრით გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი იქნება".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
30 დეკემბერი 2016 22:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მხოლოდ გამარჯვება!!!
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
30 დეკემბერი 2016 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
აბა შენიცი მოუ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 დეკემბერი 2016 22:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შოუს აღარ დაადგა საშველი
0
№4
ავტორი: DIORDI
30 დეკემბერი 2016 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
3 ქულა : love
0
№5
ავტორი: LASHQARA
30 დეკემბერი 2016 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
4-0 ზლატანის დუბლი, პოგბა, მიკი, საახალწლო სურვილი სანტას wink love am
0
№6
ავტორი: ikeoni
31 დეკემბერი 2016 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Didi angarishit unda movigot
0
№7
ავტორი: manuchari
31 დეკემბერი 2016 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
სანტა ჩემი პირველი სურვილია ემიუს სამი ქულა და ამ წლის გამარჯვებით დამთავრება მიდით ბიჭებო
0
№8
ავტორი: stepno
31 დეკემბერი 2016 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უფფ რაა კარგი სამი ქულა იქნებაა რო ავიღოთ და ავიღებთ კიდეც
0
№9
ავტორი: ROONEY-RUNI
31 დეკემბერი 2016 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
შრეკ მიდი რააა ამ საახალწლოთ გამიკეთე საჩუქარი და ათამაშდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top