ვიქტორ ლინდელეფი ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნე ვიქტორ ლინდელეფი "ბენფიკასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რაც მის გამოსასყიდ თანხას 50 მლნ. ფუნტამდე გაზრდის.
შვედი მცველი ჟოზე მოურინიოს თვალთახედვის არეში დიდი ხანია მოექცა, რადგანაც პორტუგალიელი "ოლდ ტრაფორდზე" დაცვის გაძლიერებას და პრემიერ ლიგის ცხრილში მაღლა ასვლას აპირებს.
დღემდე გავრცელებული ცნობით, "იუნაიტედს" 38 მლნ. ფუნტი უნდა გადაეხადა ვიქტორის შესაძენად, მაგრამ პორტუგალიური მედია იტყობინება, რომ ლისაბონელები ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ თავინთ ცენტრალურ მცველს, რათა გამოსასყიდი თანხა გაზარდონ.
"ბენფიკამ" ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში მან 20 პროცენტი უნდა გადაუხადოს ლინდელეფის პირველ კლუბს, "ვასტერასს".
შვედი ამჟამად ლისაბონში იმყოფება, სადაც "ბენფიკასთან" ერთად ვარჯიშობს, სანამ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები რაიმე სახის მოლაპარაკებას მიაღწევენ.
"იუნაიტედში" გადასვლის შემთხვევაში ვიქტორი წელიწადში 3 მლნ. ფუნტს მიიღებს ხელფასის სახით, რაც მის ამჟამინდელ ხელფასს მკვეთრად აღემატება. შვედს 3, 500 ფუნტზე ნაკლები ეძლევა კვირაში, ახალი კონტრაქტით კი მას 58 ათასს გადაუხდიან.
რაც შეეხება "ბენფიკას" მიერ "ვასტერასისთვის" გადახდილ თანხას, 2011 წელს პორტუგალიელებმა 60 ათას ფუნტად შეიძინეს ახალგაზრდა ფეხბურთელი.
წყარო:
dailymail