თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2221,
კომენტარები: 8
ერერა: რატომ დამცინიან თანაგუნდელები გასახდელში
ინტერვიუ ანდერ ერერასთან.
ერერა: რატომ დამცინიან თანაგუნდელები გასახდელში
რატომ იცვამთ გარკვეულ სტილში, მაგალითად, გრძელმკლავიან მაისურს ან მოკლემკლავიანის შიგნით სხვა მაისურს?

უბრალო მაისურითაც ვითამაშებდი, მაგრამ ხანდახან, როცა ძალიან ცივა, გარედან მოკლემკლავიანი მაისური მაცვია, შიგნით კი გრძელმკლავინს ვიცვამ. გეტრების მიდამოში დამატებით არაფრის მორგება არ მომწონს. ბევრის ჩაცმაც არ მომწონს. თავისუფლად უნდა ვითამაშო და რაც შეიძლება ცოტა მეცვას.

სპეციალურად თქვენთვის დამზადებული ბუცები გაქვთ?

არა, ბუცებისადმი ასე უცნაურად განწყობილი არ ვარ. ერთადერთი, იმ ბუცით ვერ ვითამაშებ, რომელიც პირველად მაცვია. მინიმუმ ერთი კვირით ადრე უნდა ჩავიცვა.

სახლშიც ხომ არ გაცვიათ, სანამ მათით ითამაშებთ?

არა, ვარჯიშზე. სანამ ვითამაშებ, სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ უნდა ვივარჯიშო. სულ ახალი ბუცით არასდროს ვითამაშებ, რადგან კარგად თამაში არ გამომდის.

ესე იგი, არავითარი სპეციალური დიზაინი და პერსონალიზაცია არ გაქვთ?


მხოლოდ ვაწერ "ანდერ". ბევრის ჩაცმა არ მიყვარს. უფრო "კლასიკური" ვარ.

თქვენი ფეხის დამცავები ჩვეულებრივია თუ ასევე კლასიკური?

ამაზე კარგი ამბავი მაქვს. ჯერ კიდევ იმ დამცავებს ვატარებ, რვა თუ ცხრა წლის ასაკში რომ მქონდა. გასახდელ ოთახში ყველა დამცინის მათ გამო, მაგრამ ეს ჩემი ცრურწმენაა. მინდა, მანამდე დავიტოვო, სანამ არ გაცვდება.

სხვა რაიმე ცრურწმენა გაქვთ?

არა, არც ისე ბევრი. არა, მხოლოდ ფეხის დამცავები.

თქვენ სათამაშო ნომერთან დაკავშირებით რაიმე ამბავი არ გაქვთ?

8 ნომერი მომწონს, მაგრამ "ატლეტიკში" რომ გადავედი, რვა ნომერი დაკავებული იყო. ამიტომ 23-სა და 21-ს შორის უნდა ამერჩია. 21 ნომერი ავიღე და ბილბაოში ძალიან კარგი იყო, ამიტომაც დავიტოვე.

თქვენი ფავორიტი მაისური თუ გაქვთ "იუნაიტედის" წარსული წლებიდან?

რა თქმა უნდა, ყველას ახსოვს ტრებლის მაისური. ფანტასიკური იყო, პოლო მაისურს ჰგავდა და ძალიან მომწონს.

მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს მაისურებს უცვლით?

მაისურებს იმ მოთამაშეებს ვუცვლი, ვისთან ერთადაც მითამაშია, ასე რომ, მხოლოდ ამას ვაკეთებ.

მათით რამის გაკეთებას აპირებთ მომავალში, ვთქვათ, როცა კარიერას დაასრულებთ?

დიდ ჩანთაში ვინახავ, ხანდახან კი ვიღებ და ვუყურებ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: MEMPHIS 7
29 დეკემბერი 2016 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ერერა მაგარია უნდა დარჩეს ჩვენთან

რასაც მოუ ეუბნება იმას აკეთებს
4
№2
ავტორი: gaga1987
29 დეკემბერი 2016 09:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
musha bichia da sachiroa
0
№3
ავტორი: ikeoni
29 დეკემბერი 2016 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Magari kaciii imena mshromeli da texnari ❤️
0
№4
ავტორი: giorgiginturi
29 დეკემბერი 2016 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ერერაა wink wink როგორ მინდა სქოულზს გავდე მასავით ურტყავდე, მისნაირ პასებს აკეთებდე wink
მარა მაინც არაგიშავს კარგი ბიჭი ხარ გენაცვალე ჯიგარში იმიტო რომ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
29 დეკემბერი 2016 13:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
როცა ვერ თამაშობს ხოლმე ალბათ პირველად აცვია ბუცები wink
0
№6
ავტორი: temo123temo123
29 დეკემბერი 2016 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
მაგარი კაცია
0
№7
ავტორი: kobinio
29 დეკემბერი 2016 16:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ჯიგარი ხარ შენ
0
№8
ავტორი: stepno
29 დეკემბერი 2016 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top