სომეხი ნახევარმცველი თავის რჩეულ ფეხბურთელებს ასახელებს.
"იუნაიტედის" რომელი ფეხბურთელი მოგწონდათ ადრე ყველაზე მეტად?"იუნაიტედის" თამაშების ყურება ერიკ კანტონას დროს დავიწყე და მისი თამაში მიყვარდა. ანდრე კანჩელსკისსაც ხშირად ვადევნებდი თვალს - გამომდინარე იქიდან, რომ რუსი იყო, ძალიან საინტერესოდ მიმაჩნდა. მაგრამ, რაც შეეხება "იუნაიტედის" კერპის დასახელებას, სერ ალექს ფერგიუსონს დავასახელებდი.
ვინ იყო თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ბავშვობაში?ზინედინ ზიდანი, არა მარტო მისი საფეხბურთო ხედვის გამო, არამედ ლიდერობის უნარის გამოც. თანაგუნდელებს ყოველთვის ესაუბრებოდა და ეხმარებოდა.
მატჩის წინ რამე ცრურწმენა გაქვთ?არა. უფრო პატარა რომ ვიყავი, თამაშამდე რაღაცებს ვაკეთებდი, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც კარგად სათამაშოდ მჭირდებოდა, თავში მქონდა.
ყველაზე მეტად რომელი გოლი აღგინიშნავთ?სომხეთის 21-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 2009 წელს გატანილი გოლი. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ბოლო წუთზე გავიტანე. ამაზე მეტი ემოცია გოლის გატანისგან არასდროს განმიცდია.
და თქვენი კარიერის საუკეთესო გოლი?ამაზე ვერ გიპასუხებთ, ძალინ ბევრი მაქვს გატანილი. იმედია, "იუნაიტედშიც" ბევრს გავიტან.
შენიშვნა ინტერვიუ ჩაწერილია მანამ, სანამ მხითარიანი "სანდერლენდთან" მატჩს ჩაატარებდა.
წყარო:
manutd.com