"მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" დაინტერესებულნი არიან "იუვენტუსის" ბრაზილიელი მარცხენა მცველის, ალექს სანდროს შეძენით. თუმცა "ბიანკონერს" არ სურს ბრაზილელის გაშვება და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს.
იტალიურ წყაროზე დაყრდნობით, ალექს სანდროს შესაძენაში ერთმანეთს ორი მანჩესტერული კლუბი შეებრძოლება და მზად არიან 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გაიღონ.
"სიტი" სანდროს გადაბირებს ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა, როცა ეს უკანასკნლეი "პორტუს" ღირსებას იცავდა, "ქალაქელბმა" "დრაკონებს" შეთავაზებითაც მიმართეს, თუმცა მაშინ ბრაზილიელმა "სიტის "იუვენტუსი" არჩია. "იუნაიტედი" კი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა მარცხენა მცველს, მაგრამ კონკრეტული შეთავაზება ინგლისურ გრანდს არ გაუკეთებია.
"იუვენტუსის" პოზიცია სანდროსთან დაკავშირებით სახალხოდაა ცნობილი, იტალიელებს არ სურთ გაუშვან 25 წლის მცველი და შენარჩუნების მიზნით, იტალიის მოქმედი ჩემპიონები აპირებენ ბევრად გაუმჯობესებული კონტრაქტი გაუფორმონ ბრაზილიელს.