თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2576,
კომენტარები: 10
ვინ არის ვიქტორ ლინდელეფი
გავიცნოთ "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნე.
ვინ არის ვიქტორ ლინდელეფი
WHO IS MR.LINDELOF?

ბრიტანული ტაბლოიდები სულ უფრო და უფრო ხშირად წერენ "ბენფიკას" ცენტრალურ მცველზე, ვიქტორ ლინდელეფზე, რომელიც, ალბათ, უკვე შორს აღარ არის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლისგან. სპეციალიზირებული რესურსის transfermarkt.de-ს ცნობით, შვედი ფეხბურთელის გადასვლის ალბათობა 58%-ა. ჩვენ კი გთავაზობთ პასუხს კითხვაზე, ვინ არის მისტერ ლინდელეფი?.

საერთო მონაცემები

სახელი: ვიქტორ ლინდელეფი (Victor Lindelof);
ასაკი: 22 წელი (17.07.1994);
მოქალაქეობა: შვედეთი;
პოციზია: ცენტრალური მცველი;
ფეხით თამაში: მარჯვენა;
კლუბი: "ბენფიკა";
სატრანსფერო ღირებულება transfermarkt.de-ს ვერსიით: 10.25 მლნ.
სატრანსფერო ღირებულება პრესის ცნობით: 40 მლნ. ფუნტი

ტრანსფერის წინაპირობები

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდაცვა უკვე სამ წელზე მეტია უკეთესის სურვილს ტოვებს. მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო ცენტრალურ მცველთა მთავარი წყვილის შედგენა. მიზეზები, ობიექტური და სუბიექტური, როგორც ყოველთვის, ბანალური იყო - მუდმივი ტრავმები, ცუდი თამაში და ა.შ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში (ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით) ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჯონი ევანსმა, კრის სმოლინგმა, ფილ ჯონსმა, დეილი ბლინდმა, მაიკლ კერიკმა, პედი მაკნეირმა, ტიმოთი ფოსუ-მენსამ და კამერონ ბორტუიკ-ჯექსონმა მოასწრეს თამაში.

უნდა აღინიშნოს, რომ სერ ალექსის დროსაც ჰქონდა გუნდს დაცვაში პრობლემები, მაგრამ, როგორც წესი, ამის მიზეზი ტრავმა იყო და არა ცუდი თამაში. "ვოლფსბურგთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის გახსენება რად ღირს, სადაც ცენტრალურ მცველად კერიკი-ფლეთჩერის წყვილი, მარჯვენა მცველად კი პარკ ჯი სუნი თამაშობდა. მაგრამ იმ დროს "მანჩესტერ იუნაიტედს" ისეთი ურყევი რეპუტაცია ჰქონდა, რომ ეს განლაგებები გუნდის სისუსტედ კი არა, დიდებული შოტლანდიელის მორიგ მზაკვრულ ჩანაფიქრად ითვლებოდა.

სამწუხაროდ, ახლა სულ სხვა დროა.

მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიომ სამი სხვადასხვა წყვილი გამოსცადა ცენტრალური დაცვის ხაზში, მაგრამ ყველამ როდი მისცა სასურველი შედეგი. ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენა სავსებით მართებულია, თუკი ამჟამინდელი ფეხბურთელების პერიოდულ ჩავარდნებსა და ტრავმებისადმი მიდრეკილებას გავითვალისწინებთ.

ვინ არის ვიქტორ ლინდელეფი


სათამაშო სქემა

თანამედროვე ფეხბურთში მენეჯერები თუ მწვრთნელები ცენტრალური მცველების ფორმირებისას "წამყვანი-წაყვანილის" პრინციპს ამჯობინებენ. როცა პირველი წინ მიიწევს და შემტევ ფეხბურთელს ბურთის მიღებისა თუ დამუშავების საშუალებას არ აძლევს, ხოლო მეორე მის წამყვანს აზღვევს და სხვა ზონებს კეტავს, რათა შემტევმა ფეხბურთელმა პასის ზუსტად გაკეთება ვერ შეძლოს.

წამყვანი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი საწყისი სიჩქარე, პოზიციის შერჩევა, თამაშის წაკითხვა და წინ წაწევაა. წაყვანილმა კი პოზიციის სწორად შერჩევა და წართმევისას სუფთად თამაში უნდა შეძლოს.

თუკი ვიქტორ ლინდელეფის მონაწილეობით ვიდეომონაკვეთებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ შვედი სუფთა წამყვანია.

გადავხედოთ ცენტრალურ მცველთა ამჟამინდელ წყვილს და ვივარაუდოთ, ვისთან ერთად შეძლებს შვედი თამაშს.

სმოლინგი - ბაიი

მცველთა წყვილი, რომელიც თავიდან ძირითადად მოიაზრებოდა. კრის სმოლინგის მთავარი პრობლემა ბოლო ორი წლის განმავლობაში ის იყო, რომ წამყვანის პოზიციაზე უხდებოდა თამაში, რაც მის უნარებს საერთოდ არ შეესაბამება. ვიდიჩსა თუ ფერდინანდთან ერთად თამაშისას ერთ-ერთი ვეტერანი მუდმივად იღებდა წამყვანის როლს საკუთარ თავზე, კრისი კი თავის მეწყვილეს აზღვევდა და ზონას კეტავდა, რათა პასი არ გაკეთებულიყო.

ბაიისთან შეწყვილებისას სმოლინგი თავისთვის ჩვეულ როლს დაუბრუნდა და საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, თუმცა სწორედ კოტ დ'ივუარელი ასრულებდა სამუშაოს უმეტეს ნაწილს (ხუმრობა ხომ არაა კლუბში მოსვლისთანავე თვის საუკეთესო ფეხბურთელი რომ გახდა).

შვედის მოსვლის შემთხვევაში სწორედ სმოლინგი უნდა დაჯდეს სკამზე (თუკი ამ წყვილს განვიხილავთ). გავრისკავთ ვივარაუდოთ, რომ მოურინიო ორი ცენტრალური მცველის გამოყენებით მაღალ პრესინგს ამჯობინებს, რათა ცენტრალური ზონა განტვირთოს.

ვინ არის ვიქტორ ლინდელეფი


სმოლინგი - ბლინდი

ამ წყვილში კრისი სწორედ თავისთვის სანერვიულო პოზიციაზე იმყოფებოდა წამყვანი ფეხბურთელის როლში. ბევრჯერ შეიმჩნეოდა, რომ ბურთის მიღებისას ინგლისელმა უბრალოდ არ იცოდა, რა მოემოქმედა. მისდა საბედნიეროდ, ბლინდს მოედნის კარგი ხედვა და პირველი პასის გაკეთების უნარი აქვს. თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, დეილის საკმაოდ უჭირს დაცვაში მუშაობა და თუ მოურინიოს სმოლინგის მეწყვილის შერჩევა მოუწევს, არჩევანი ვიქტორზე შეჩერდება და არა ჰოლანდიელზე.

ამ შემთხვევაში შვედი წამყვანის როლს დაიკავებს, სმოლინგი კი - წაყვანილის.

ჯონსი - როხო

ყველასთვის სასიამოვნოდ გასაკვირი ცენტრალურ მცველთა წყვილი. ორი მოთამაშე, რომელიც ბევრმა უკვე ჩამოწერა სეზონის დასაწყისში, სტაბილურ და ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს. საყრდენ ზონაში მაიკლ კერიკის გამოსვლის შედეგად გუნდმა საკუთარ კართან სტაბილურობას უმატა.

ყველასდა მოულოდნელად სწორედ როხო თამაშობს წამყვანი მცველის როლს. უხეშ ორთაბრძოლებში შესვლა არ აშინებს, ცენტრალურ რგოლამდე ადის. სხვათაშორის, ჯონსიც არ თაკილობს ჩართვას და გრძელი გადაცემის გაკეთებას.

ამ წყვილიდან ვის დასვამდა მოურინიო სკამზე - დიდად საკითხავია. აქ მაინც მოთამაშეთა ფიზიკურ მდგომარეობაზე და მოედანზე მათ მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული. თუკი იქნება შეცდომები - ჟოზე არავის დაინდობს.

დამატება

უნდა აღინიშნოს, რომ ლინდელეფის ძლიერი ფეხი მარჯვენაა. "იუნაიტედის" წინა მწვრთნელი, ლუი ვან გაალი დაცვის ზონაში ცაციებს ამჯობინებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ფაქტი საგულისხმო გავლენას მოახდენდა დაცვაში თამაშზე.

ფაქტიურად, ლინდელეფის შეძენით მოურინიო დაცვაში ყველა პრობლემას აგვარებს. შვედს თავისი მარჯვენა ფეხით მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში, მატეო დარმიანს კი კიდევ უფრო გაუჭირდება სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა.

მარცხენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები: შოუ, ბლინდი, როხო, დარმიანი

მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები: ვალენსია, ჯონსი, ლინდელეფი, დარმიანი.

ვიქტორ ლინდელეფის სტატისტიკა 2016/17 წლების სეზონში Squawka-ს ვერსიით


მატჩებში მონაწილეობა: 14
შექმნილი მომენტები: 5
გადაცემების საშუალო სიგრძე: 19 მეტრი
გადაცემათა სიზუსტე: 90%
მოგებულ ორთაბრძოლათა საშუალო რაოდენობა: 60%
დაცვითი მოქმედებების საშუალო რაოდენობა: 6
კარისკენ/კარში დარტყმების რაოდენობა: 3/0
ყვითელი ბარათების რაოდენობა: 6 (2016 წლის იანვრიდან დღემდე ჩატარებულ 41 მატჩში)

ვინ არის ვიქტორ ლინდელეფი


რეზიუმე manutd.one-სგან

რთულია ფეხბურთელის შეფასება ერთი ვიდეოკოლაჟით, ასე დარენ ფლეთჩერიც კი მოგხიბლავთ დაცვაში თავისი თამაშით. მეორე მხრივ, თუკი ექსპერტების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების კომენტარით ვიმსჯელებთ, ლინდელეფი კლუბის გასაძლიერებლად შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა. ამ ტრანსფერის შემდეგ გუნდი სრულად დაკომპლექტდება დაცვაში.

როგორც მოურინიო იტყოდა, სასიამოვნო თავის სატკივარ გაუჩნდებოდა - ვინ მოკვეთოს სასტარტო შემადგენლობიდან.

სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
28 დეკემბერი 2016 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
არუყურებ ბენფიკას თამაშებს და ვიდეოში კაი ბიჭი კი ჩანს.იედია გაამართლებს და გამოადგება გუნდს.
0
№2
ავტორი: East
28 დეკემბერი 2016 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
მოუს ნაყიდი მცველები სულ ამართლებს უნდა დავითრიოთ ოეჭველი
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 დეკემბერი 2016 12:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სავარაუდოდ იყიდიან და ვნახოთ რამდენად გაამართლებს
0
№4
ავტორი: Manstark_United
28 დეკემბერი 2016 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ბაილიზეც იძახდა ზოგი ეს ვინ მოათრიაო და კი გამოდგა მაგარი მცველი
0
№5
ავტორი: mogeba
28 დეკემბერი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
minacemebi ashkarad kargi aq didi klubshi didi potencials avkenen vnaxot Bigfoot
0
№6
ავტორი: gela-manutd
28 დეკემბერი 2016 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ვნახით რა იქნება
0
№7
ავტორი: giorgi_mg
28 დეკემბერი 2016 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რასაც ვუყურე მარცხენა ფეხით საკმაოდ ზუსთი პასი აქვს და მარცხნივაც თავისუფლად ითამაშებს, მოკლედ საჭირო ბიჭი ჩანს
0
№8
ავტორი: ikeoni
28 დეკემბერი 2016 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Ravici vnaxot aba
0
№9
ავტორი: levionok
28 დეკემბერი 2016 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ფრიად არაფრის მთქმელი ვიდეოა,სტატისტიკა კი კარგია მეორე ათუზე არ უჭირს თამაში პასების სიზუსტე აქვს,კარგი იქნებოდა ეცდომებიც დაგვენახა უფრო ბევრს გავიგებდითვიდეოი ისეთი არაფერია რო თქვა ვაუ საოცრება აჰა 40 მილიონი,ზლატანმა განაცხადა მომიყვანეთ ლინდეოლოფი მანჩესტერშიო ესეიგი არაა ხელწამოსაკრავი,ტუმცა დღევანდელი ჯონსის და როხოს ამოგდება ბაისაც გაუჭირდება და მაგიტომაც ზის ზამენაზე.
0
№10
ავტორი: SAF
7 იანვარი 2017 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
challenge
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top