თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2216,
კომენტარები: 14
ჟოზემ რეშფორდის მაგალითად გიგზის შემთხვევა გაიხსენა
ახალგაზრდებისთვის შანსის მისაცემად მოურინიო შესაფერის მომენტს ელის.
ჟოზემ რეშფორდის მაგალითად გიგზის შემთხვევა გაიხსენა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აღიარებს, რომ მარკუს რეშფორდისგან მიმდინარე სეზონში მეტის მოლოდინი ჰქონდა გულშემატკივარს, ვიდრე 19 წლის ფორვარდი აჩვენებს და ამის მიზეზი გასულ სეზონში მიღწეული წარმატებებია.

ახალგაზრდა ინგლისელი გასულ სეზონში "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში დუბლით გამოირჩა, რაც მან ევროპა ლიგის მატჩში მოახერხა, მოგვიანებით კი მან იგივე გააკეთა პრემიერ ლიგაში დებიუტისას, ხოლო ლიგის თასზე და ინგლისის თასზე სადებიუტო შეხვედრებში თითო ბურთი გაიტანა.

მიღწეული წარმატების შედეგად მარკუსი ინგლისის ნაკრებშიც იქნა გამოძახილი და მან იქაც მოახერხა გოლის გატანა პირველი მატჩში, შემდეგ კი ახალგაზრდულ ნაკრებში გაიმეორა იგივე შედეგი.

"გასულ სეზონში რეშფორდის შეცდომას არავინ ელოდა სათადარიგოთა სკამზე. არჩევანი მხოლოდ რეშფორდი ან ისევ რეშფორდი იყო.

ამ სეზონში სხვა სიტუაციაა. ტრავმების რაოდენობა შემცირდა. მოთამაშეებისადმი მოლოდინი გაიზრდა.

რაიან გიგზმა თავის მეორე სეზონში სულაც ვერ ითამაშა ისე, როგორც დაიწყო. მაგრამ მესამე სეზონში გიგზის დონეს მიაღწია. გიგზის საბოლოო აფეთქება იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა გვინდა, მაგრამ ფეხბურთში ხანდახან მომენტია საჭირო",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: bbc
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
28 დეკემბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მომენტი არა მამადუ სახო angry ათამაშე რეშფორდი თორე ბევრს დაკარგავ ამით angry და მარსიალიც ცადე ცხრიანზე ეგება რას აკეთებს ეგ კაცი
1
№2
ავტორი: gela-manutd
28 დეკემბერი 2016 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
რატო ამოიჩემა რეშფორდი მარსიალი არ ვიცი
0
№3
ავტორი: bacho-bacho
28 დეკემბერი 2016 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ყველა რომ გაიძახის ათამაშეთ ათამაშეთ ეს კაციო , სულ ძირითადში უნდა იყოსოო .. უბრალოდ არ მესმის ვის მაგივრად თორემ ბაზარი არაა სათამაშო დრო უნდა განვითარებისტვის :/ ფლანგების კაცი არ არიის ეს და იბრა კიდევ რომ შეუცვლელია ალბათ დავრწმუნდიტ ამაში.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 დეკემბერი 2016 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
და რაზე ნერვიულობთ საერთოდ??? რეშფორდი აქამდეც იღებდა შანსს და მომავალშიც მიიღებს. როგორც საჭიროა ისე იქცევა მოურინიო და თუ ვინმემ დაიმსახურა ძირითადში ყოფნა დარწმუნებული ვარ მოუ შრომას არავის დაუკარგავს ( ნუ შვაინშტაიგერს არ ვგულისმხობ wink )
0
№5
ავტორი: RojoDiablo
28 დეკემბერი 2016 15:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს რა მაგარი წესი აქვს ზოგს, გუნდი რომ კარგად თამაშობს და ზოგ ფეხბურთელს არ უწევს შემადგენლობაში მოხვედრა, მაინც უკმაყოფილოები არიან. დააყენებს ამ ბიჭებს, ცუდად ითამაშებს გუნდი და მერე მოუს მიწასთან ასწორებთ.

სულ არ მაინტერესებს მარსიალი იჯდება სკამზე, რუნი თუ რეშფორდი, გუნდმა წარმატებას მიაღწიოს და თუნდაც 10 როხო დაუყენებია ძირითადში
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: shotkin
28 დეკემბერი 2016 15:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: GaMkReLa
მომენტი არა მამადუ სახო angry ათამაშე რეშფორდი თორე ბევრს დაკარგავ ამით angry და მარსიალიც ცადე ცხრიანზე ეგება რას აკეთებს ეგ კაცი

გეთანხმები მარსიალი 9 იანზე ბევრად მაგარი იქნება ვიდრე ფლანგზე მარა სანამ იბრაკადაბრა გვყავს გუნდში ეგარმოხდება და დაჟე იბრა რომც ისვენებდეს კონკრეტულ მატჩში მაშინაც შეილება ცხრიანზე რუნი ან რეშფორდი დააყენოს ვიდრე მარსიალი ესე მგონია მე მარა მარსიალი იდეალურად 9 ინისთვის მიმაჩნია
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
28 დეკემბერი 2016 15:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჩემი აზრით რეშფორდი არი ტიპური ცხრიანი და ფლანგზე უჭირს თამაში, მომავალში ფორვარდათ უნდა ათამაშოს
0
№8
ავტორი: makaveli
28 დეკემბერი 2016 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
დიდი სიამოვნებით 4-4-2 სქემას ვათამაშებდი და წინ დავაყენებდი რეშფორდი მარსიალს, მიმიქარავს კოული - იორკის წყვილი დარწმუნებული ვარ დაგლიჯავდნენ ეს ორი უსწრაფესი ფეხბურთელი, ყველაფერი აქვთ, სისწრაფე დრიბლინდი პოზიციის შერჩევა თავითაც თამაშობენ მეტი რაღა უნდა ??? რავიცი მოუ შენი ფული მომცა lol

ციტატა: makaveli
დიდი სიამოვნებით 4-4-2 სქემას ვათამაშებდი და წინ დავაყენებდი რეშფორდი მარსიალს, მიმიქარავს კოული - იორკის წყვილი დარწმუნებული ვარ დაგლიჯავდნენ ეს ორი უსწრაფესი ფეხბურთელი, ყველაფერი აქვთ, სისწრაფე დრიბლინდი პოზიციის შერჩევა თავითაც თამაშობენ მეტი რაღა უნდა ??? რავიცი მოუ შენი ფული მომცა lol


ნუ ჩემი ნება რო იყოს ამ თერთმეტეულს ავარჩევდი
დეხეა - ვალენსია ბაიი სმოლინგი შოუ -- ერერა კერიკი ცენტრში ფლანგები დეპაი, მხითარიანი, და წინ მარსიალი რეშფორდი bully
მაგრად მაინტერესებს ამ წყობაზე თქვენი აზრი და დამიციტირეთ რაა love
0
№9
ავტორი: ikeoni
28 დეკემბერი 2016 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Swora idzaxis jer isedac pataraa
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
28 დეკემბერი 2016 18:48
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
4-4-2 სცადოს რა:
კარში - დე ხეა
მარცხენა მცველი - შოუ
მარჯვენა მცველი - ვალენსია
ცენტრალური მცველები - ბაილი, ჯონსი
მარცხენა ნახევარმცველი - დეპაი
მარჯვენა ნახევარმცველი - მხითარიანი
ცენტრალური ნახევამრცველები - პოგბა, კერიკი (ერერა)
შეტევა - რუნი, იბრა (რეშფორდი, მარსიალი)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top