ჟოზე მოურინიომ ცხადყო, რომ პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენტების შედეგებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას.
"სანდერლენდთან" მოპოვებული გამარჯვების შედეგად "წითლები" მეხუთე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდნენ, თუმცა "დეზებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
რაც შეეხება ცხრილში მაღლა მყოფ გუნდებს, "არსენალმა", "ჩელსიმ" და "სიტი" უკვე მიპოვეს გამარჯვებები ბოქსინგ დეიზე, "ლივერპული" კი თავის მატჩს დღეს გამართავს.
როცა მოურინიოს ჰკითხეს, ოთხეულამდე არსებული ჩამორჩენის შესახებ, მან უპასუხა: "არ მაღელვებს, რომ არ შემცირდა. მე მხოლოდ ჩვენს თამაშზე, ჩვენს შედეგზე და ქულათა მაქსიმუმის მიღებაზე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ყველა მატჩი რთულია. ადვილი მატჩები არ არსებობს, მაგრამ კარგად ვთამაშობთ და უფრო თავდაჯერებულნი ვართ.
მოხდეს, რაც მოსახდენია. მაგალითად, წინა კვირას "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" ხვდებოდნენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა დაეკარგა ქულები. ბევრი ასეთი მატჩი იქნება და სხვებიც დაკარგავენ ქულებს. დაველოდოთ".