"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონი რეგულარულად იმყოფება ფეხბურთელებთან ერთად.
"წასვლის შემდეგ ახლოს აღარ იყო, მაგრამ დავაბრუნე - დავაბრუნე, რათა დააკვირდეს და იყოს იმ ადამიანების გვერდით, ვისთან ერთადაც ამდენი წელი მუშაობდა. ის ვარჯიშებსაც ესწრება.
მინდოდა, რომ ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი ადამიანი ეხილათ, რათა ერთად გაგვეტარებინა დრო, ერთად გვესადილა. ამით მეც ვიღებ სიამოვნებას და ისიც.
მე მოჩვენებებს არ ვხედავ. წარსულს ვაფასებ და ვიცი, რომ ეს კლუბი უყვარს. კარგი ურთიერთობა გვაქვს და ისიც ვიცი, რომ "იუნაიტედი" მისი სახლია. როცა აქ ყოფნა, გასახდელში შესვლა, ვარჯიშზე დასწრება უნდა, იცის, რომ მისი დანახვა ყველას უხარია", - განაცხადა მოურინიომ.