თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2016, 15:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1921,
კომენტარები: 8
იბრაჰიმოვიჩს "სანდერლენდში" გადასვლა შეეძლო
"შავი კატების" ყოფილი მწვრთნელი დიდი ხნის უცნობ ინფორმაციას ავრცელებს.
იბრაჰიმოვიჩს
2002 წელს "სანდერლენდი" "აიაქსთან" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

როგორც უკვე ვიცით, შვედი მხოლოდ 35 წლის ასაკში გადავიდა პრემიერ ლიგაში და ჯერჯერობით შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს.

თუმცა მას გაცილებით ადრე შეეძლო ინგლისში თამაში - 2002 წელს "შავ კატებს" სურდათ მისი მიწვევა საკუთარი გუნდის რიგებში, რათა კევინ ფილიპსისთვის პარტნიორობა გაეწია.

"მიგვანიშნეს, რომ "აიაქსში" თავს კარგად ვერ გრძნობდა. გუნდში კი ორი შვედი გვყავდა - სტეფან შვარცი და იოაჰიმ ბიერკლუნდი - მახსოვს, სტეფანმა ყველაზე კარგად იცოდა, რომ ზლატანი კლუბის გამოცვლას აპირებდა.

სასაცილოა, რომ როცა "ამსტერდამ არენაზე" შესახვედრად მივედით, იბრაჰიმოვიჩმა გვერდით ჩაგვიარა სავარჯიშოდ როცა მიდიოდა. მე და პიტერ რიდი გვიცნო.

ბენჰაკერთან საუბრისას გვაცნობეს, რომ ზლატანის გაყიდვას არ აპირებდნენ. თუმცა, ჩვენ მაინც შევთავაზეთ სამი მილიონი ფუნტი. ბენჰაკერმა წინადადება არ მიიღო, მაგრამ დიალოგი გავაგრძელეთ და ჩვენს პრეზიდენტს, ბობი მიურეის დავურეკე. მითხრა: "თუ ფიქრობ, რომ ერთი ზედმეტი მილიონის ხარჯზე მოლაპარაკება შედგება, უკან არ დაიხიო".

მის ინსტუქციებს ყურადღება არ მივაქციე და ჩვენი შეთავაზება კიდევ ორი მილიონით გავზარდე - 5 მილიონს ფუნტს პლუს გარკვეული თანხა. შეთანხმების მიღწევა გვინდოდა და გვჯეროდა, რომ ფეხბურთელს ჩვენთან გადმოსვლა სურდა",
- იხსენებს "სანდერლენდის" ყოფილი სპორტული დირექტორი მარკ ბლექბორნი.

"შავი კატების ყოფილი მწვრთნელი პიტერ რიდი კი აცხადებს: "სიმართლე რომ ვთქვათ, მაშინ "აიაქსი" გაცილებით ცნობილი კლუბი იყო. პრემიერ ლიგა არც ისეთი ძლევამოსილი იყო, როგორიც ახლაა. მაღალი ცენტრალური თავდამსხმელები ყოველთვის მომწონდა, ზლატანის შემთხვევაში კი ტექნიკურად დაჯილდოებულ ფეხბურთელთან გვქონდა საქმე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი შეძენის შანსი გვქონდა".
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
26 დეკემბერი 2016 15:46
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
კიდე კაი :)) ისე ამათთან თაშობდა თუ სწორად მახსოვს იყო ასეთი ჯეიმს ბიტი რომელსაც გოლი გოლზე გაქონდა ერთი რი სზონი და ჩაქრა მერე.ფილიფსიც მშვენიე ფორარდი იყო ინგლისის ნაკრებშიც ითამაშა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2016 15:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ისედაც ნაკლებად მოსალოდნელი იყო სანდერლენდში რო გადასულიყო, ამხელა გუნდებში აქ ნათამაშები მალმოს მერე
0
№3
ავტორი: mufc1878
26 დეკემბერი 2016 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
34 წლის ასაკში გადმოვიდა ჩვენთან და არა 35 წლის ავტორრრრრრრრრრრრრრრრრ
1
№4
ავტორი: RojoDiablo
26 დეკემბერი 2016 16:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: mufc1878
34 წლის ასაკში გადმოვიდა ჩვენთან და არა 35 წლის ავტორრრრრრრრრრრრრრრრრ

34-ზე მეტის იყო, ცოტა აკლდა 35-ს, ამიტომ ფორმალურად ითვლება, რომ 35 წლისა გადავიდა პრემიერ ლიგაში
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: The Special One
26 დეკემბერი 2016 17:03
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მანდ რო გადასულიყო დაინგრევდა მთელ კარიერას wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№6
ავტორი: gela-manutd
26 დეკემბერი 2016 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ერთი გამაგებია მარტიალს და რეშფორდს რას ერჩის ეს მაურინიო სკამზე რო აჯენს ბლად ლინგარდი ჯობია
0
№7
ავტორი: stepno
26 დეკემბერი 2016 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დღეს დუბლს გაიფორმებს იბრაკადაბრა
0
№8
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2016 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
კიდე კარგი არ გადავიდა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top