თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2016, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1992,
კომენტარები: 6
ჟოზე: "მოიესს არც ისეთი რთული სამუშაო ჰქონდა, როგორი შედეგებიც აჩვენა"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელის შესახებ.
ჟოზე:
ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ დევიდ მოიესს "მანჩესტერ იუნაიტედში" იმდენად რთული სამუშაო არ ჰქონია, როგორი შედეგებიც მიიღო.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული 10 თვის შემდეგ მოიესი სამსახურიდან დაითხოვეს, რადგანაც მისმა გუნდმა ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა ინგლისურ ფეხბურთში.

შოტლანდიელ სპეციალისტთან არაერთ გამოცდილ მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელს ჰქონია პრეტენზია: რიო ფერდინანდი საჯაროდ აცხადებდა, რომ მოიესი შემადგენლობას ძალიან გვიან ირჩევდა, ნემანია ვიდიჩმა კლუბი დატოვა და პატრის ევრას გზას გაჰყვა იტალიაში, ხოლო გარი ნევილი რაიან გიგზის სათამაშო პრაქტიკის უქონლობის მიზეზით ინტერესდებოდა.

ამასობაში კი მოიესს ისეთი ფეხბურთელების შეძენა სურდა, როგორიც ტონი კროოსი, სესკ ფაბრეგასი, გარეთ ბეილი, კრიშტიანუ რონალდუ, ბლეზ მატუიდი, პოლ პოგბა და ანდერ ერერა არიან.

2013 წელს სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელად მოურინიოც მოიაზრებოდა, მაგრამ მაშინ იგი არცისე დიდი პოპულარობით სარგებლობდა გულშემატკივართა შორის.

როცა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მოიესს რთული სამუშაო ერგო თუ არა, პორტუგალიელმა უპასუხა: "არ ვიცი, მე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი დიდი მოლოდინის მქონე კლუბში ყოფნისა, მაგრამ რაიან გიგზის ყოლა, არ ვიცი, ჩიჩარიტო, ვფიქრობ, ვიდიჩი, ევრა. წინააღმდეგი არ ვიქნებოდი.

"იუნაიტედის" მწვრთნელობა ტვირთი სულაც არ არის, აქ კლუბის დიდი ისტორია იგრძნობა, ამან კი მხოლოდ პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს და არა ნეგატიური. პრობლემა იმაშია, გაქვს თუ არა ამ წარმატებული ისტორიის შესანარჩუნებლად საჭირო პირობები, მერე კი სულ სხვა ამბავი იქნებოდა.

ერთია გარი ნევილის, პოლ სქოულზის, დევიდ ბექჰემის, გიგზისა და ბატის ყოლა 25, 26, 27 წლის ასაკში, მეორეა მათი ყოლა 31 ან 32 წლის ასაკში და სულ სხვაა, როცა ისინი საერთოდ არ გყავს, ალბათ, ამან ითამაშა დიდი როლი.

ასე რომ, ეს თაობები და დევიდის მოსვლისას არსებული სიტუაციის სირთულე არ აადვილებდა გამარჯვებათა გზაზე დადგომას, ამავდროულად კი - რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით - პრემიერ ლიგა იცვლებოდა.

ვფიქრობ, მწვრთნელი, რომელიც არასდროს გაუძევებიათ, მწვრთნელი არ არის, ან, როგორც მინიმუმ, კარგი მწვრთნელი არ არის. აუცილებლად უნდა გაგვაძევონ. ასე რომ, უბრალოდ დევიდის კარიერაში ცუდი მომენტი იყო, მასაც ის უნდა ეკეთებინა, რაც მე გავაკეთე, რასაც ყველა ვაკეთებთ, სვლა უნდა გაგვეგრძელებინა, მან კი ეს შეძლო და ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ ესპანეთში წასვლა მისთვის ასევე სხვა გამოცდილება იყო, მერე კი ინგლისში, პრემიერ ლიგაში დაბრუნდა - ეს კი ის არის, რასაც ყველა უნდა ვაკეთებდეთ.

ალან პარდიუც ასევე უნდა მოიქცეს. რამდენიმე დღის შემდეგაც შეეძლოთ გაეძევებინათ, თან შობა დღე დაემთხვეოდა და უფრო ლამაზი იქნებოდა. მაგრამ არ უნდა დანებდეს, თავის ოჯახთან ყოფნით ისიამოვნოს და სვლა განაგრძოს, ახალი სამსახური კი მოვა, მე ასეთი ვარ, ძალიან პრაგმატული, რაც ფეხბურთის ნაწილია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
26 დეკემბერი 2016 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
შენ მართლა განსაკუთრებუული ხარ და მთელ საფეხბურთო სამყაროში ერთერთი გამორჩეული კაცი fellow
0
№2
ავტორი: Gigo
26 დეკემბერი 2016 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Zmebo romel arxze ari tamashi?
0
№3
ავტორი: kashmara
26 დეკემბერი 2016 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
არსად არ აცჰვენებენ ეს ნობზვრები ხოუნდა მო**** ამ სილქნეტის კამანდას დედა ესპნეტის დზზველტამასშ აცჰვენებენ და ჩვენს არას ეს ბოზსჰვილები
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2016 12:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Gigo
Zmebo romel arxze ari tamashi?


რუსულ ფუტბოლ 3ზეა და სხვა არ ვიცი
0
№5
ავტორი: gela-manutd
26 დეკემბერი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ეს რო ****ა ვან გაალივით რატ უნდა საუბარი
1
№6
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2016 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11626
სად შენ სად ეგ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top