"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ბოქსინგ დეიზე ფეხბურთის თამაში ძალიან უყვარს.
ინგლისური ფეხბურთის განსაკუთრებულობას მოურინიო პირველად 2004 წელს გაეცნო, როცა "ჩელსის" წვრთნიდა. მას შემდეგ ჟოზემ ეს ეროვნული ტრადიცია შეიყვარა და ახლა მოუთმენლად ელის "სანდერლედნთან" მატჩს.
"ვგიჟდები ამაზე! ვიცი, რომ ოჯახებს ცოტა ვენატრებით, მაგრამ მათ ვუყვარვართ. გვიცნობენ, იციან ჩვენი ბუნება და იციან, რომ ფეხბურთის თამაში გვაბედნიერებს. როცა თითქმის ვერცერთი ქვეყანა ვერ სთავაზობს გულშემატკივარს ფეხბურთს, ამ პერიოდში აქ რაღაც განსაკუთრებულს იღებენ.
ამიტომ ოჯახი ბოლოს მაინც ბედნიერია, რადგან ჩვენც ბედნიერები ვართ. ეს ძალიან მომწონს, ბოქსინგ დეი კი - განსაკუთრებული დღეა სამუშაოდ და ხალხისთვის იმის მისაცემად, რაც უყვართ.
ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ქვეყანა ფეხბურთზე შეყვარებულია, მანჩესტერს კი "მანჩესტერ იუნაიტედი" უყვარს და ძალიან ბედნიერი ვარ ბოქსინგ დეიზე", - განუცხადა მოურინიო "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას.