ჯონ ო'შიმ აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ უნდა დაეტოვებინა და 2011 წელს "სანდერლენდში" გადასვლას ნანობს.
ირლანდიელმა ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებთან" ერთად ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა და 2011 წლის ივლისში "სანდერლენდში" გადავიდა. "უნდა დავრჩენილიყავი "იუნაიტედში". ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი მქონდა დარჩენილი და წლების განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო წასვლა, თუკი მწვრთნელი ჩათვლიდა, რომ საკმარის სათამაშო დროს ვერ მომცემდა.
იმ დროს მეგონა, რომ "იუნაიტედის" დატოვების შემთხვევაში ჩემს თავს უფრო მეტ სათამაშო დროს მივცემდი, თუმცა ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიმიღია ადვილად".