თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2016, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1759,
კომენტარები: 7
მოიესი: "იუნაიტედში" კვლავ ვიმუშავებდი"
დევიდ მოიესი თვლის, რომ მას არასამართლიანად მოექცნენ.
მოიესი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნის შემდეგ დევიდ მოიესი ხვალ პირველად დაუბრუნდება "ოლდ ტრაფორდს", სადაც მან 10 თვე გაატარა.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ არ ნანობს "იუნაიტედში" გატარებულ დროს და შანსი რომ ჰქონდეს, ამ სამუშაოს კიდევ ერთხელ მოკიდებდა ხელს.

"არა, არა, არაფერს ვნანობ. მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ უფრო მეტი დრო არ მომცეს. მაგრამ მგონია, რომ ადამიანთა უმრავლესობა, მეც კი, წარსულს თუ გადახედავს, იტყვის, რომ ვისაც არ უნდა შეეცვალა სერ ალექსი, მისთვის ადვილი გასეირნება არ იქნებოდა. იქნებოდა ეს ჟოზე, კარლო ანჩელოტი, იურგენ კლოპი, პეპ გვარდიოლა თუ დევიდ მოიესი, ვფიქრობ, რომ რთული სამუშაო ექნებოდა, ვინც ჩაიბარებდა.

უსამართლოდ მომექცნენ. ვინც არ უნდა მოსულიყო, გაუჭირდებოდა და ვისაც არ უნდა დაეკავა ეს პოსტი, გუნდის გადასაწყობად დრო სჭირდებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედს" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავდა, შესაძლოა, 1-2 მოთამაშე იყო, რომელთა კარიერაც დასასრულს უახლოვდებოდა. გუნდს ცოტა გარდაქმნა სჭირდებოდა, ეს კი არასდროს ხერხდება ერთი გაელვებით",
- განაცხადა მოიესმა.

"სანდერლენდის" მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს, იმუშავებდა თუ არა ასეთ რთულ სამუშაოზე კიდევ ერთხელ, რაზეც უპასუხა:

"100 პროცენტით. ძალიან ცოტა ადამიანი თუ იღებს "მანჩესტერ იუნაიტედში" სამუშაო ადგილს, მე კი ამის ღირსი გავხდი. "მანჩესტერ იუნაიტედმა" რომ მიგიწვიოს სამუშაოდ, გარკვეულ დონეს უნდა შეესაბამებოდე.

ახლა ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, ადრე კი ისეთი გამოცდილი მწვრთნელი ჰყავდათ, როგორიც ლუი ვან გაალია და მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანი გეტყოდათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სულ სხვა დონეა, იმათთან შედარებითაც კი, სადაც მათ მანამდე უმუშავიათ.

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩემი კონტრაქტის ბოლომდე ამოწურვის საშუალება არ მომეცა, მაგრამ ძალიან გამიმართლა, რომ დიდებულ ფეხბურთელებთან ვიმუშავე და ვიხილე, რას ნიშნავს უმაღლეს დონეზე მუშაობა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" სიამოვნებით ვმუშაობდი და ეს მართლაც დიდებული კლუბი იყო."
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2016 15:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მეეჭვება რომ მეტი დროის მიცემა რამეს გამოასწორებდა. შეიძლება ვცდები მარა მაინც

ვან გაალის მოყვანა რამდენად გამართლებული იყო ცალკე თემაა მარა მაგან რამე მაინც დატოვა, აი მოიესის გუნდს საერთოდ ვერაფერი გავუგე. ტიპს ფეხბურთელი მოედნიდან ვერ გაყავდა ან სკამზე ვერ სვამდა რო მერე დამაჯვავენო

ამის დაყენებას იისევ გიგზი ყოფილიყო ის მერჩივნა. უბრალოდ ზედმეტად დიდი გუნდია მანჩესტერი ამისთვის
0
№2
ავტორი: stepno
25 დეკემბერი 2016 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არაფერი გეშველებოდა შენ მაინც
0
№3
ავტორი: mufc1878
25 დეკემბერი 2016 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
მართალია უნდა დრო აწყობას გუნდის მაგრამ მგონია მანჩეს დონის არაა.ისე კი კარგი ტრენერია
0
№4
ავტორი: ikeoni
25 დეკემბერი 2016 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Cvetshi arafris gamketebeli ar iyo es Siri
0
№5
ავტორი: dybbuk
25 დეკემბერი 2016 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
სახლში რო 0-3ებს ვაგებდით და თავდამსხმელს რო ცვლიდა და მცველი შემოყავდა მანდ გამოჩნდა როგორი მშიშარაც იყო, თავიდანვე შეცდომა იყო ამის მოყვანა მითუმეტეს იმის ფონზე რო ფერგი მიდიოდა და ამას დამატებული გუნდი მთლიანად გარდასაქმნელი იყო, უსამართლოდ არავინ მოქცევია, უბრალოდ არ ვერ გაქაჩა და უნდა ეყოს გამბედაობა რო ეგ აღიაროს მაგრამ მაგისაც ეშინია
0
№6
ავტორი: giorgi_mg
25 დეკემბერი 2016 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლივერპული ან სიტი ჩააბარეთ ამ კაცს, ია ზა!!! tongue
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
25 დეკემბერი 2016 21:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Aravin ar icis dro ro miecat ra iqneboda mara savaraudod arafrri ar sheicvleboda
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top