თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2016, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1587,
კომენტარები: 9
მოურინიომ მიანიშნა, რომ იბრაჰიმოვიჩი კარიერას "იუნაიტედში" დაასრულებს
მოურინიო ფიქრობს, რომ ზლატანი თავის კარიერას ჩინეთში ან ამერიკაში არ დაასრულებს.
მოურინიომ მიანიშნა, რომ იბრაჰიმოვიჩი კარიერას
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მიანიშნა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" დაასრულებს.

მანჩესტერში გადასვლიდან რამდენიმე თვეში პრესაში იწერებოდა, რომ 35 წლის ფორვარდი "იუნაიტედის" შემდეგ ჩინეთში ან ამერიკაში განაგრძობდა ასპარეზობას.

მაგრამ მოურინიო არა მარტო მის დატოვებას აპირებს მომდევნო სეზონში, არამედ მიანიშნებს, რომ "იუნაიტედი" ზლატანის ბოლო კლუბი იქნება.

"მის გამო მართლაც ძალიან მიხარია, ზოგიერთ ადამიანს ხომ ეგონა, რომ 35 წლის ასაკში ისეთი ტოპ-თავდამსხმელი ვერ იქნებოდა, როგორიც ადრე იყო, პლუს პრემიერ ლიგა - ეს ლიგა 1 არ არის. თუმცა თავის 35 წლის ასაკში ისე თამაშობს, როგორც 25 წლისა თამაშობდა.

გოლები გააქვს და კარგად გამოიყურება, ამიტომაც ძალიან მიხარია. თავის კარიერას მაღალ ნოტაზე დაასრულებს და ეს მშვენიერია. მისი კარიერა ჩინეთში ან ამერიკაში არ დასრულდება, უმაღლეს მწვერვალზე დაასრულებს.

მის გამო მართლაც ძალიან მიხარია, კარგი შედეგი აქვს და კიდევ მოუმატებს. საოცარია, რომ ამდენი გოლი გააქვს, არადა, პენალტს არ ურტყამს. პრემიერ ლიგის 17 ტურში მხოლოდ ერთხელ შეასრულა პენალტი, მაგრამ მაინც საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა, ამიტომ უფრო ბედნიერი ვერც კი ვიქნებოდი",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: mirror
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: snatch77
24 დეკემბერი 2016 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
უეინ რუნიც იმედია okay
0
№2
ავტორი: rene harrison_
24 დეკემბერი 2016 13:47
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
იმედია, ჩინელები ვერ დაითანხმებენ რუნის
0
№3
ავტორი: GeorgeBest
24 დეკემბერი 2016 15:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კიდევ ერთი წლის დატოვებენ დიდი ალბათობით მარა მეტი არ მგონია. ზლატანიი კარიერიას კაი ხანი არ დაასრულებს wink
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2016 15:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შემდეგ სეზონშიც დარჩება ალბათ და მერე არავინ არ იცის
0
№5
ავტორი: gache1991
24 დეკემბერი 2016 16:49
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მაინც მგონია რო ამერიკაში წავა,ბექჰემის მისვლის მერე ყველაზე დიდი რეკლამა იქნება ამერიკაში ფეხბურთისთვის ამის გადასვლა და ალბათ ყველაფერს გააკეტებენ ამისთვის
0
№6
ავტორი: stepno
24 დეკემბერი 2016 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩინელებოოო თქვენი დედები მოვთყან ყველგან ყველაფერში როგორ უნდა Vააჯვან რატო მიყავთ ეს ფეხბურთელები რაუნდათ სად ფეხბურთი და სად ჩინეთი პინგპონგი ითამაშეთ წადით თავიი დაგვანებეთ რაა
0
№7
ავტორი: Sh-rati
24 დეკემბერი 2016 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
2წლის მერე შებერავენ რუნი და იბრა ამერიკაში იქ მაინც ათამაშონ ორივე ფორვარდათ
0
№8
ავტორი: ikeoni
24 დეკემბერი 2016 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Imedia ❤️
0
№9
ავტორი: giorgi_mg
25 დეკემბერი 2016 01:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გამიხარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მართლა მაღალ დონეზე მოთამაშე და უკვე 38 წლის ასაკში მყოფი იბრა დაასრულებს კარიერას აქ ჩ.ლიგის თასით ხელში smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top