ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული თავისი პირველი ექვსი თვე გაიხსენა და განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
პორტუგალიელი სპეციალისტი ლუი ვან გაალის შემცვლელად დასახელდა მაისში და მანჩესტერულ ცხოვრებას მალე შეეჩვია.
"სანდერლენდთან" გასამართი მატჩის წინ მას ჰკითხეს, გრძნობდა თუ არა ზეწოლას, როცა "იუნაიტედს" უდგებოდა სათავეში: "გარემოსთან შეგუება გამიადვილდა. რთული სამუშაოა, მაგრამ თავს ადვილად იგრძნობ სახლში, ადვილად იგრძნობ თავს კარგად, ადვილად იგრძნობ, რომ კლუბს პროგრესირება სურს და ხალხი ისევ ბედნიერი უნდა იყოს. მაშინვე კარგად გავხდი. ხუთი თუ ექვსი თვე გავატარე აქ და ისე ვარ, როგორც საკუთარ სახლში, ამიტომაც ადვილი იყო.
სამუშაოს სირთულეზე ვფიქრობდი, ჩემთვის დავფიქრდი, რატომ მიდიოდა კლუბი გასულ სამ წელიწადში - შედეგების მხრივ - სხვადასხვა მიმართულებით. ამაზე პასუხის გაცემა ვცადე, მაგრამ "იუნაიტედში" მოსვლაზე ბევრს ვერ ვიფიქრებდი, გადაწყვეტილება ადვილად მივიღე".
მოურინიოს სთხოვეს, შეედარებინა თავისი ამჟამინდელი სამუშაო წინა სამუშაოებს, რის შესახებაც უპასუხა:
"შედარებები არ მიყვარს, გულახდილად გეუბნებით. ვფიქრობ, მიცნობთ, ჩემგან ბევრ აზრს, ბევრ ამბავს ან სხვა კლუბებთან შედარებებს ვერ მოისმენთ. როცა კლუბს ვტოვებ, კარს ვხურავ, თავს ვასრულებს, ყოველივე კარგს ვუსურვებ და ვემშვიდობები. ვცდილობ ბედნიერი ვიყო.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ ხალხი ხელგაშლილი შემხვდა. აქ ძალიან ჭკვიანი და მშვიდი ხელმძღვანელობა და მფლობელები გვყავს, იციან რაც სურთ, დიდი გამოცდილება აქვთ და პრაგმატულად აზროვნებენ - სამუშაოდ კარგი პირობებია.
მოლოდინი დიდია, შედეგები ხან მოდის ხან მიდის, ახლა კი იმ პოზიციაზე ვიმყოფებით, სად ყოფნაც არ გვინდა. ჩემი ახალი სამუშაოსადმი ვნებით ვარ განწყობილი. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ".