თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2016, 22:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2623,
კომენტარები: 11
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ ტრავმირებულთა შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ლუკ შოუს ტრავმის მკურნალობა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ბოქსინგ დეიზე "სანდერლენდთან" ვერ ითამაშებს.

შოუს 30 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ მარცხენა მცველი ახლოსაა გუნდში დაბრუნებასთან.

"გუნდი კარგ მდგომარეობაშია. ბევრი ტრავმირებული არ გვყავს. ლუკ შოუს ტრავმაც კი დასასრულს უახლოვდება. კარგად ვართ. ხალხი ბედნიერია", - განაცხადა მოურინიომ.

რაც შეეხება ჯგუფის მორალს, მოურინიომ განაგრძო: "გუნდში ყოველთვის არის ფეხბურთელი, რომელიც ისე ბევრ თამაშობს, რის გამოც შეშფოთებულები არიან, რადგან საფეხბურთო მოთამაშეს თამაში უნდა და არა სკამზე ჯდომა. მაგრამ ისინი მეგობრები არიან და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

ცუდი შედეგების პერიოდი კარგი იყო, რადგან ამან ხალხი დაახლოვა რთულ მომენტში, ერთად შეკრა, არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა და ყველა ერთ ნავში იჯდა. ასე რომ, ჯგუფი ძალიან ძლიერადაა".


ერიკ ბაიი, რომელმაც "კრისტალ პალასთან" მიიღო ტრავმა, ვარჯიშის დროს კარინგტონზე შენიშნეს, ისიც შეძლებს "შავ კატებთან" თამაშს.

"კარგია, რომ ყველა გვყავს ლუკ შოუს გარდა, რომელიც ასევე მალე დაბრუნდება. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ახლა ყველა გვყავს.

კრის სმოლინგი დაბრუნდა, ერიკ ბაიი დაბრუნდა, ფილ ჯონსი კარგადაა, მარკოს როხო კარგადაა, დეილი ბლინდიც კარგადაა, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის ქონა არჩევანში. რამდენიმე თვის წინ რთულად გვქონდა საქმე, მაგრამ ახლა უსაფრთხოდ ვართ. ვიცით, რომ ბაიი აფრიკის თასზე წავა იანვარში, მაგრამ მომდევნო სამ მატჩში ყველა გვეყოლება".


მოურინიომ კომენტარი არ გააკეთა ჰენრიხ მხითარიანზე, რომელმაც "ტოტენჰემთან" მატჩში მიიღო ტრავმა და წინასწარი პროგნოზით ბოქსინგ დეიზე უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მოურინიომ განაცხადა, ყველა მზად არის სათამაშოდ შოუს გარდაო, სომეხიც მოიაზრება ხელმისაწვდომთა შორის.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
23 დეკემბერი 2016 22:52
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Zaan kai orive taamashi atasi procentit mosagebia da teoriulad sheudzlebelia marto arsenalma kargos qulebi,unda gauyanabrdet qulebiit vinmes
0
№2
ავტორი: shotkin
23 დეკემბერი 2016 22:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
სომეხი იმედია ჯანზეა
0
№3
ავტორი: LASHQARA
23 დეკემბერი 2016 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
კარგად მიდის გუნდი უდაოდ და მეტად თუ გაუგებენ ერთმანეთს მოედანზე და ფეხბურთელები იგრძობენ ერთმანეთს უფრო მეტს მიაღწევს გუნდი და უფრო ლამაზ ფეხბურთსაც ვითამაშებთ love am
0
№4
ავტორი: ikeoni
24 დეკემბერი 2016 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Mshvenieria amas ra jobia yvela jamteladaa ❤️
0
№5
ავტორი: mu forever
24 დეკემბერი 2016 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ძალიან კარგი. იმედია უფრო მოუმატებენ. წინ იუნაიტედ
0
№6
ავტორი: giorgi_mg
24 დეკემბერი 2016 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მიკი დააბრუნე სასტავში ბოს
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2016 01:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Haerivit sachiros am tamashebis mogeba
0
№8
ავტორი: MEMPHIS 7
24 დეკემბერი 2016 03:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
აუ საუთჰეპტონი თუ მოუგებს ტოტენჰემს კაი იქნება ჩვენც რო მოვიგებთ დავეწევით
0
№9
ავტორი: giorgiginturi
24 დეკემბერი 2016 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასე გაიხსნებოდა სომეხი.... wink კაი ტიპია მართლა და განსაკუთრებულად მეამაყება, რომ ჩვენს საყვარელ გუნდშია ... არც ისე უცხო, მეზობელ ქვეყნის შვილია

მიდი მიკი ცავატანეეე wink
0
№10
ავტორი: kaxeti
24 დეკემბერი 2016 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ჰაესტანელი მხითო რას შვრება ნეტავი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top