შნეიდერლინს "ვესტ ბრომის" ვარიანტი არ ხიბლავს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მორგან შნეიდერლინმა "ვესტ ბრომვიჩში" გადასვლა არ ისურვა, რათა თავის ყოფილ მწვრთნელს, რონალდ კუმანს "ევერტონში" შეუერთდეს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ვესტ ბრომმა" 27 წლის ფრანგისათვის შეთავაზება გააკეთა, დღეს კი "შაშვების" მწვრთნელმა დაადასტურა, რომ მან მართლაც მიმართა "იუნაიტედს".
ცნობილი გამოცემა Skysports-ი ამტკიცებს, რომ "ვესტ ბრომმა" 18 მილიონი შესთავაზა "იუნაიტედს", თუმცა BBC ამ ინფორმაციას უარყოფს და თანხად 13 მილიონ ფუნტს ასახელებს.
The Sun-ი კი იტყობინება, რომ მორგანი საერთოდ არ აპირებს "ჰოთორნსზე" თამაშს და მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მერსეისადიულ კლუბში თამაში, სადაც იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება, მაგრამ მის ამჟამინდელ ხელფასს, 115 ათას ფუნტს კვირაში, "კანფეტები" ვერ გაწვდებიან.
გამოცემის "იუნაიტედთან" დაკავშირებული წყარო იტყობინება:
"ბოლო რამდენიმე კვირის და ბოლო უიქენდის განმავლობაში მორგანი და მისი წარმომადგენლები კლუბს ესაუბრებოდნენ. "იუნაიტედს" მთელი იმ თანხის დაბრუნება სურს, რაც შნეიდერლინში "საუთჰემპტონს" გადაუხადა. აქ იგი უბრალოდ ვერ ათამაშდა.
მეორე მხრივ, კლუბს თავად აქვს მისი დიდი ვალი ხელფასის სახით და საკითხავი ის არის, როგორი ფინანსური პირობით დატოვებს გუნდს".აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს "წმინდანების" დატოვების შემდეგ შნეიდერლინმა მხოლოდ 32 მატჩი ჩაატარა "იუნაიტედში" და ერთადერთი გოლი გაიტანა.
წყარო:
thesun