თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2162,
კომენტარები: 7
მარსიალი: "ზლატანს ვერ დაეხმარები, მაგრამ შეგიძლია მისგან ისწავლო"
ენტონი მარსიალი თავისი თანაგუნდელის შესახებ საუბრობს.
მარსიალი:
ენტონი მარსიალი აღნიშნავს, თუ როგორი გავლენა მოახდინა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფნამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელ ოთახზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე.

იბრაჰიმოვიჩი გუნდის წამყვანი ბომბარდირია 16 გოლით, რისთავისაც მას 25 მატჩის ჩატარება დასჭირდა, მარსიალი კი აცხადებს, რომ 35 წლის ფორვარდი არა მარტო მოედანზე ახერხებს თანაგუნდელების დახმარებას, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

"ის უმაღლესი დონის მოთამაშეა და ვერაფერში დავეხმარებით, მაგრამ მისგან კი შეგვიძლია ვისწავლოთ, როცა მასთან ერთად ვთამაშობთ, ვვარჯიშობთ, როცა ვუყურებთ რას აკეთებს და რას აკეთებდა.

მისი ასაკისდა მიუხედავად ჩვენს გუნდს დაუჯერებელ დახმარებას უწევს; ვიმედოვნებთ, რომ ასევე ასპარეზობას განაგრძნობს, რადგან ეს სატურნირო ცხრილში მაღლა ასვლაში გვეხმარება, რაც ჩვენი მიზანია",
- განაცხადა ფრანგმა.

იბრაჰიმოვიჩის გოლები მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო "იუნაიტედის" 10-მატჩიან წაუგებელ სერიაში, თუმცა ბოლო დროინდელი თამაშის გამო მთელი გუნდი იმსახურებს შექებას.

"გუნდში დიდი გამოცდილებაა და ერთად შეგვიძლია ვაჩვენოთ, თუ რის გაკეთება შეიძლება პროგრესისათვის.

ოთხეულამდე ახლა სულ რამდენიმე ქულა გვაშორებს და ეს უნდა აღმოვფხვრათ, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი კარგი სათამაშო ფორმის შენარჩუნება და უფრო მეტი გამარჯვების მოპოვება.

თითოეულ მატჩს ცალ-ცალკე უნდა მივუდგეთ, მაგრამ თუკი ასევე ვითამაშებთ და ცოტა უფრო მეტ გოლსაც გავიტანეთ, ვინ იცის რა მოხდება სეზონის ბოლოს ტიტულების მხრივ",
- დაასრულა მარსიალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: mufc1878
23 დეკემბერი 2016 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ენტონი უნდა მოუმატო შეჩემა.იბრა კი თავის ზე კლას არაერთხელ დაამტკიცებს
0
№2
ავტორი: ikeoni
23 დეკემბერი 2016 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Shenc unda atamashde marso ❤️
0
№3
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2016 20:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეშფორდისთვისაც და მარსიალისთვისაც დიდი პლიუსია ზლატანის გვერდით ყოფნა, ესეთი გამოცდილი და უმაღლესი კლასის ფორვარდებისგან ბევრს ისწავლიან
0
№4
ავტორი: უეინ რუნი
23 დეკემბერი 2016 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ზლატანის მემკვიდრე უნდა გახდეს ეს მანიუში
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
23 დეკემბერი 2016 21:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მარსიალი ვერაა ფორმაში და უნდა მოუმატოს
0
№6
ავტორი: gache1991
23 დეკემბერი 2016 22:05
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მეტი დრო ფორვარდად დაყენება და დარწმუნებული ვარ არავიზე ნაკლებ გოლს არ გაიტანს.ძააალიან მაგარია და მომავალ წელს იბრას თავისუფლად ჩაანაცვლეებს
0
№7
ავტორი: stepno
24 დეკემბერი 2016 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იბრაა კი მაგრამ შენ მაგრად უნდა მოუმატოო რაც სეიძლება მაგრად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top