"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა გულშემატკივართა აზრის გასათვალისწინებლად გამოკითხვას ატარებს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონური აბონიმენტების მფლობელებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რათა მათი მოსაზრება მოესმინა "ოლდ ტრაფორდზე" დასადგომი ტრიბუნების შექმნის შესახებ.
დასადგომი ტრიბუნები ინგლისში 1989 წლიდან იკრძალება, რისი მიზეზიც "ჰილსბოროს" ტრაგედია გახდა. მაგრამ სხვა ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, მას აქტიურად იყენებენ უკვე დიდი ხანია, ხოლო ახლახანს შოტლანდიურმა "სელტიკმაც" გამოიყენა იგივე ხერხი.
პრემიერ ლიგის ცალკეული წარმომადგენლები საკმაოდ დიდი ხანია ფიქრობენ დასადგომი ტრიბუნების დაბრუნებაზე, რამეთუ მიაჩნიათ, რომ სტადიონზე გაცილებით უკეთეს ატმოსფეროს შექმნიან და გულშემატკივრებს უფრო ხელმისაწვდომ ფასად მიყიდიან ბილეთებს. ახლა კი იმავე ინიციატივით "იუნაიტედი" შემოიფარგლა, რომელსაც ინგლისში საკლუბო დონეზე ყველაზე დიდი სტადიონი აქვს.
თუმცა, ყველა კლუბი როდი თანხმდება წამოწყებას - "ევერტონი" ინიციატივას მხარს არ უჭერს.
ხუთშაბათს "იუნაიტედმა" სეზონური აბონიმენტების მფლობელებს მიმართა და 20-პუნქტიანი გამოკითხვა ჩაუტარა. გულშემატკივრებს სთხოვეს "ოლდ ტრაფორდის" სამი სექციიდან ერთ-ერთი აერჩიათ, სადაც დასადგომი ტრიბუნები ჩაემატებოდა.
"იუნაიტედის" ოფიციალური პირები ოქტომბერში "სელტიკ პარკზეც" კი იყვნენ ჩასული, რათა დასადგომი ტრიბუნების შექმნის გამოცდილება მიეღოთ. შოტლანდიური გრანდის სტადიონზე ასეთი ტრიბუნა 4000 ათას ადამიანს იტევს.
წყარო:
bbc.com