თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2016, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2017,
კომენტარები: 8
მოურინიო კონკურენციას უფრთხის
ჟოზე მოურინიო პრემიერ ლიგაში არსებულ კონკურენციას უფრთხის.
მოურინიო კონკურენციას უფრთხის
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შიშობს, რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგის პირველ ოთხეულში სეზონის ბოლოს მოხვედრას ვერ მოახერხებს.

რამდენიმე კვირის წინ მოურინიომ აღიარა, რომ მისი გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ასეთი აზრი მან რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ გამოთქვა, როცა "იუნაიტედი" დომინირების მიუხედავად ვერ ახერხებდა მატჩების მოგებას.

ახლა კი პორტუგალიელი შიშობს, რომ "წითლები" პირველ ოთხეულში ვერ მოხვდებიან. მისი თქმით, კონკურენცია იმდენად დიდია, რომ მოვლენათა ასე განვითარება გამორიცხული სულაც არ არის.

"დიახ, ნამდვილად არსებობს ოთხეულს მიღმა დარჩენის რისკი. პრემიერ ლიგაში ძალიან მაღალი კონკურენციაა, სხვა კლუბები მეტისმეტად ამბიციურები არიან. ამჟამად არ მინდა ვთქვა, რომელ ადგილს დავიკავებთ - მესამეს, მეოთხეს თუ მეხუთეს.

მოვიცადოთ და ვნახავთ, როგორ დასრულდება სეზონი, ამჟამად ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ჩემი აზრით, იმაზე მეტის მიღწევა შეგვიძლია, ვიდრე უბრალოდ ოთხეულში მოხვედრაა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: mirror
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
23 დეკემბერი 2016 12:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
იმაზე მეტის მიღწევა შეგვიძლია თუ სტაბილურები ვიქნებით. ამ ეტაპზე მიზანი ოთხეულია და შემდეგ სეზონში მხოლოდ ოთხეულზე ფიქრი ნამდვილად არ დაგვაკმაყოფილებს. პროგრესი არის, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოსასწორებელია.
0
№2
ავტორი: shotkin
23 დეკემბერი 2016 12:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
იასნა ფსიგოლოგიურ წნეხს არიდებს ფეხბურთელებს აბა ვანგაალივით ხოარგამოვა და იტყვის წელს ამას გავაკეთებ და ამასო და მერე ვერაფერს რო ვერაკეთებდა, რანიერიც ესე ბაზრობდა შარშან 1 ზე როიყვნენ ბოლო ტურამდე ამბობდა რა პრემიერ ლიგა ჩემპიონთა ლიგა გვიხარიაო და ესე ა მოუც არვამბობ რო წელს პრემიერლიგას მოვიგებთ უბრალოდ ესე გამოსვლა და წელს 4 ეზე ან 3 ეზე ან 2 ეზე გავალთ მართლა პატარა ბავშვის საქციელს გავს ბოლო ბოლო ამხელა კონკურენციაა 4 ეულისთვის ტოპ 5 გუნდი იბრძვის და ძნელია მარა იასნა ყველაფერს იზამს რო მაქსიმალურად მაღლა დავასრულოთ და ლიგაზე გაგვიყვანოს წელს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 დეკემბერი 2016 13:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: shotkin
იასნა ფსიგოლოგიურ წნეხს არიდებს ფეხბურთელებს აბა ვანგაალივით ხოარგამოვა და იტყვის წელს ამას გავაკეთებ და ამასო და მერე ვერაფერს რო ვერაკეთებდა, რანიერიც ესე ბაზრობდა შარშან 1 ზე როიყვნენ ბოლო ტურამდე ამბობდა რა პრემიერ ლიგა ჩემპიონთა ლიგა გვიხარიაო და ესე ა მოუც არვამბობ რო წელს პრემიერლიგას მოვიგებთ უბრალოდ ესე გამოსვლა და წელს 4 ეზე ან 3 ეზე ან 2 ეზე გავალთ მართლა პატარა ბავშვის საქციელს გავს ბოლო ბოლო ამხელა კონკურენციაა 4 ეულისთვის ტოპ 5 გუნდი იბრძვის და ძნელია მარა იასნა ყველაფერს იზამს რო მაქსიმალურად მაღლა დავასრულოთ და ლიგაზე გაგვიყვანოს წელს

100%
0
№4
ავტორი: gela-manutd
23 დეკემბერი 2016 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ხოდა ევროპალიგაა მოსაგები
0
№5
ავტორი: kobinio
23 დეკემბერი 2016 14:40
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Ase tu ise tu gvinda rom grizmani da cesieri pexburtelebi davitanxmot sachiroa 1 rigshi evropa ligis mogeba da shemdeg premier ligis otxeulistvis vibrdzolot.realoba asetia dges.chemi azrit momaval cels upro dzlierebi viqnebit
0
№6
ავტორი: ikeoni
23 დეკემბერი 2016 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11626
ჟოზეს ლაპარაკი არ ეშლებაა:)) love
0
№7
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2016 20:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოთხეულში ვერ მოხვედრის შანსი საკმაოდ დიდია მარა დიდი იმედი მაქვს ლიგის გარეშე არ დავრჩებით
0
№8
ავტორი: უეინ რუნი
23 დეკემბერი 2016 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ევროპა ლიგა მოვიგოთ და არ მინდა წელს ოთხეულში მოხვედრაა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top