ინგლისელი ექსპერტი, პოლ მერსონი ტრადიციულად წერს თავის პროგნოზს, ინგლისის ყველაზე პრესტიჟულ მედიაში, SkySports_ში.
პოლ მერსონი ბოლო დროს "იუნაიტედს" აქებს, რაც მისი მხრიდან უჩვეულო საქციელია. როგორც წესი პოლი ბოლო 3 წლის განვმალობაში "იუნაიტედს" მოიხსენიებდა დაბალი დონის კლუბად, თუმცა ლუის ვან გაალის განთავისუფლების შემდეგ, მან "იუნაიტედი" ხშირად შეაქო, განსაკუთრებული შექება მანჩესტერულმა კლუბმა ბოლო სამი ჩატარებული მატჩის შემდგომ დაიმსახურა.
"მანჩესტერული კლუბი კარგ ფორმაშია, ახლა მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება "სანდერლენდს", ისინი "სუონსისთან" საშინლად გამოიყურებოდნენ, თუმცა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს "ჩელსთან" მიუხედავად იმისა რომ დამარცხდნენ. ბოლო მატჩში მათ "უოტფორდი" დაამარცხეს. მაგრამ "იუნაიტედი" "უოტფორდი" არ არის, შესაბამისად მათ "ოლდ ტრაფორდზე" რთული მატჩის ჩატარება მოუწევთ. ამ შეხვედრაში მე გამარჯვებულს "იუნაიტედს" ვხედავ." - აცხადებს პოლ მერსონი.
ინგლისელი ექსპერტის საბოლოო პროგნოზი ასეთია - "მანჩესტერ იუნაიტედი" 3-0"სანდერლენდი"