თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2016, 00:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3441,
კომენტარები: 20
"იუნაიტედმა" "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკებები დაიწყო
ანტუან გრიზმანის გადასაბირებლად "იუნაიტედმა" პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მადრიდის "ატლეტიკოსთან" ანტუან გრიზმანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

"იუნაიტედმა" თავის წამყვან აგენტს 25 წლის ფრანგი თავდამსხმელის 60 მლნ. ფუნტად შეძენისათვის მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.

გრიზმანი მიმდინარე სეზონის ესპანეთში გატარებას ამჯობინებს, ტრანსფერი კი ზაფხულისთვის გადაიდება.

ჟოზე მოურინიომ "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ ათიანის პოზიციის გაძლიერება პრიორიტეტულია, რათა თავდასხმისა და ნახევარდაცვის დაკავშირება მოხდეს.

"განსაკუთრებული" გრიზმანს საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს პოლ პოგბასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან მაქსიმუმის მისაღებად.

"იუნაიტედმა" "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკებები დაიწყო


პოგბა ფრანგ თანაგუნდელს ინგლისში გადასვლაში არწმუნებს.

გრიზმანის მოქმედი კონტრაქტი 2021 წელს იწურება, მაგრამ მისი ურთიერთობა კლუბსა და მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან დაიძაბა.

წყარო: the sun
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
23 დეკემბერი 2016 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
აი ეს კაცი კი ნამდვილად მოუხდება იუნაიტედს love ანტუან love am
0
№2
ავტორი: temo-scholes
23 დეკემბერი 2016 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ასისტში მაინც აჯობა შრეკმა... wink
1
№3
ავტორი: temo123temo123
23 დეკემბერი 2016 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
თუ გადმოვიდა და მაშინ არვიცი მემგონი ყველა პოზიციაზე უმაგრესი ფეხბურთელები გვეყოლება, ახლაც გვყავს უბრალოდ რუნი ცოტათი ასაკში შედის და იმდენად პროდუქტიული არაა და ამიტომაცაა საჭირო სხვა. მაგრამ როგორც ხედავთ რუნი დარბის და იბრძვის. ის კიდევ კარგა ხანი იქნება იუნაიტედში და იმედია დიდ გამარჯვებას მოგვიტანს. fellow winked am
0
№4
ავტორი: ROONEY-RUNI
23 დეკემბერი 2016 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: temo-scholes
ასისტში მაინც აჯობა შრეკმა... wink



რაც არ უნდა იყოს ძმა ამ მომენტში გრიზმანი უფრო გამოგვადგება ვიდრე რუნი მაგრამ რუნიც არააა მთლად ამოსაგდები ზამენებიდან შემოვა ხოლმე
0
№5
ავტორი: Gamkrelidze
23 დეკემბერი 2016 00:25
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
რუნის ზამენიდან შემოსვლას ჯობია რო საერთოდ წავიდეს გუნდიდან! სისულელეა რა ეს სათადარიგოდან შემოყვანა ვერაფერს ვერ აკეთებს ვერ უთამაშდება გუნდს. რუნი არი სასტარტოს კაცი და მორჩა რა angry
1
№6
ავტორი: kobinio
23 დეკემბერი 2016 00:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Es kaci gadmova da ligis finals vigebt daimaxsovret
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
23 დეკემბერი 2016 01:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Bolos rame uazroba ro ar miaweron ar dheidzleba :D urtiertoba daidzaba ara is
1
№8
ავტორი: giorgi_mg
23 დეკემბერი 2016 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მოდი ააააქ! მოიყვანეთ ეს კაცი და მომდევნო 5 წელი წარმატებული იქნება
0
№9
ავტორი: washington
23 დეკემბერი 2016 02:21
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
წამსვლელთა სია თუარ გაიზარდა ახალი სეზონიდან საკმაოდ დიდ და ჯანსაღ კონკურენციას ველი თითოეულ პოზიციაზე მეკარის გარდა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: gache1991
23 დეკემბერი 2016 03:31
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
qman tqva beqhemismpontshi macvia 7 noneric da grdzeli maikaco da darwmunebuli var depais wasvlit gantavisuflebuli 7ianis chacma didi pativi iqneba ,plius didi xelfasi romelsac vudvordi ar daishurebs..pogba da es nakrebis tamashze su ertad arian..zapxulshi 7ia :)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top