"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემის" საიჯარო შეთავაზებებს არ დათანამხდება და არც მარკუს რეშფორდს გაუშვებს გუნდიდან, არც ენტონი მარსიალს.
სლავენ ბილიჩის გუნდი აქტიურად ცდილობს ახალი თავდამსხმელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე და "იუნაიტედის" დუეტს შესაფერის კანდიდატად მოიაზრებდა, რამეთუ მათ ადგილი დაკარგეს ჟოზე მოურინიოს სასტარტო შემადგენლობაში.
"ჩაქუჩებს" მიმდინარე სეზონში გოლის გატანა უჭირთ და შედეგად მე-13 ადგილზე იმყოფებიან პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში.
იმისათვის, რომ საკუთარ თავს იანვარში ახალი თავდამსხმელის შეძენის უფლება მისცეს, ბილიჩი სიმონე ძაძას საიჯარო შეთანხმების შეწყვეტას აპირებს, რადგანაც მისგან მოსალოდნელ სარგებელს ვერ იღებს.
შემცვლელად კი ხორვატ სპეციალისტს რეშფორდი ან მარსიალი სურდა, მაგრამ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები ნებისმიერი სახის შეთავაზებას უარყოფენ, რადგანაც მოურინიოს არ სურს სეზონის მნიშვნელოვან მომენტში გუნდის შემადგენლობის შემცირება, რამეთუ "იუნაიტედი" ოთხ სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს.