თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2295,
კომენტარები: 12
იანგით უკვე 6 კლუბი ინტერესდება
ეშლი იანგი პრემიერ ლიგის ექვსი კლუბის სამიზნეა.
იანგით უკვე 6 კლუბი ინტერესდება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ეშლი იანგი იანვარში პრემიერ ლიგის ექვსი კლუბის დავის საგანი იქნება.

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის და მან მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში.

სამაგიეროდ, 31 წლის ფეხბურთელის სამსახურით ერთბაშად ექვსი კლუბი ინტერესდება: "უოტფორდი", "ვესტ ბრომი", "ჰალ სიტი", "ბარნლი", "ევერტონი" და "სუონსი".

აღნიშნულ გუნდებს იმედი აქვთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის გაღებისთანავე შეძლებენ იანგის შეძენას სულ რაღაც 5 მლნ. ფუნტად.

ჟოზე მოურინიო მომდევნო თვეში გუნდის გაძლიერებას ისახავს მიზნად, მაგრამ თავის გუნდში ამჟამად მყოფ ფეხბურთელებს წასვლის უფლებას მისცემს, რათა ახალწვეულებს გზა გაუთავისუფლოს.

იანგი კი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ფეხბურთელს შორის, რომელთაც "ოლდ ტრაფორდის" დატოვება სურთ, მაგრამ პორტუგალიელი მისი დარჩენის წინააღმდეგ არ იქნება, რადგან იანგს უნივერსალ ფეხბურთელად მიიჩნევს.

ჩვეულებრივ ვინგერი, იანგი ხშირად გამოდიოდა დაცვის სხვადასხვა ფლანგზე, რის გამოც მოურინიოსგან შექება დაიმსახურა პროფესიონალიზმისთვის.

გამოცდილი ნახევარმცველი პოპულარული ფიგურაა გასახდელ ოთახში და მოურინიო აცნობიერებს, რომ მის წასვლას გუნდზე ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

იანგს 18 თვე აქვს დარჩენილი მოქმედი კონტრაქტის მიხედვით და ხვდება, რომ "იუნაიტედის" დატოვების შემთხვევაში იმ ხელფასის შემცირება მოუწევს, რასაც ამჟამად იღებს (100 ათასი ფუნტი კვირაში).

წყარო: express
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: datonuc
22 დეკემბერი 2016 09:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 92
5 მილიონზე მეტი ღირს იანგუნა love
0
№2
ავტორი: tedore
22 დეკემბერი 2016 09:35
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ეს და ფელაინი უნდა წავიდნენ რაა წლებია იანგი გუნდშია უკვე მაგრამ არ არის უმაღლესი დონის უბრალო ფეხბურთელია საშუალო დონის გუნდში უნდა ითამაშოს და არა მანჩესტერში
0
№3
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2016 11:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ნეგატიურ გავლენას მოახდენს გასახდელზე, თორემ არ გამოეტირონ უცებ. მასხარა თუ უნდათ გუნდში, მაგის მეტი რაა ცირკში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gaga1987
22 დეკემბერი 2016 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ვეს ბრომი იმენა მეორე მანიუა :))))))))))) ჯონი ევანს ფლეთჩერი კიდე აღარ მახსოვს :D :D :D :D თან კაი ურთიერთობა აქვთ ტრენერებს
1
№5
ავტორი: gache1991
22 დეკემბერი 2016 13:46
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: gaga1987
ვეს ბრომი იმენა მეორე მანიუა :))))))))))) ჯონი ევანს ფლეთჩერი კიდე აღარ მახსოვს :D :D :D :D თან კაი ურთიერთობა აქვთ ტრენერებს

lindegaardic magatma iyides da fosteri ro uyeniat exla karebshi egec chveni mekare iyo

evertonic egrea,kleverli pil nevili gibsoni :)) uotfordshibtamashobda da gamoadgebat kargad dzaan ..
0
№6
ავტორი: GeorgeBest
22 დეკემბერი 2016 14:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაჭირვებაში რო გამოიყენებ ისეთია, სუსტ გუნდებთან რა, თან დაცვაში wink
0
№7
ავტორი: stepno
22 დეკემბერი 2016 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წავიდეს ჯობიაა ამის გადასარევი თამაში არ მახსოვს მე.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
22 დეკემბერი 2016 15:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
წავა ალბათ აქ ათასში ერთხელ თამაშობს
0
№9
ავტორი: Gamkrelidze
22 დეკემბერი 2016 15:35
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არადა როცა თამაშობს ბოლომდე იხარჯება მოედანზე derpneutral
0
№10
ავტორი: qamari
22 დეკემბერი 2016 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: RojoDiablo
ნეგატიურ გავლენას მოახდენს გასახდელზე, თორემ არ გამოეტირონ უცებ. მასხარა თუ უნდათ გუნდში, მაგის მეტი რაა ცირკში.

გეთანხმები რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი არ არის ,მაგრამ მას აქვს ის რომელიც ბევრ უმაღლეს არ აქვს ( ქარიზმა და განწყობაზე ზეგავლენა) ფერგის დროს მას სტოსი მიყავდა ,უბრალოდ მომდევნო მწვრთნელები მისი ტემპის მიმდევრები არ იყვნენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top