ეშლი იანგი პრემიერ ლიგის ექვსი კლუბის სამიზნეა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ეშლი იანგი იანვარში პრემიერ ლიგის ექვსი კლუბის დავის საგანი იქნება.
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის და მან მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში.
სამაგიეროდ, 31 წლის ფეხბურთელის სამსახურით ერთბაშად ექვსი კლუბი ინტერესდება: "უოტფორდი", "ვესტ ბრომი", "ჰალ სიტი", "ბარნლი", "ევერტონი" და "სუონსი".
აღნიშნულ გუნდებს იმედი აქვთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის გაღებისთანავე შეძლებენ იანგის შეძენას სულ რაღაც 5 მლნ. ფუნტად.
ჟოზე მოურინიო მომდევნო თვეში გუნდის გაძლიერებას ისახავს მიზნად, მაგრამ თავის გუნდში ამჟამად მყოფ ფეხბურთელებს წასვლის უფლებას მისცემს, რათა ახალწვეულებს გზა გაუთავისუფლოს.
იანგი კი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ფეხბურთელს შორის, რომელთაც "ოლდ ტრაფორდის" დატოვება სურთ, მაგრამ პორტუგალიელი მისი დარჩენის წინააღმდეგ არ იქნება, რადგან იანგს უნივერსალ ფეხბურთელად მიიჩნევს.
ჩვეულებრივ ვინგერი, იანგი ხშირად გამოდიოდა დაცვის სხვადასხვა ფლანგზე, რის გამოც მოურინიოსგან შექება დაიმსახურა პროფესიონალიზმისთვის.
გამოცდილი ნახევარმცველი პოპულარული ფიგურაა გასახდელ ოთახში და მოურინიო აცნობიერებს, რომ მის წასვლას გუნდზე ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
იანგს 18 თვე აქვს დარჩენილი მოქმედი კონტრაქტის მიხედვით და ხვდება, რომ "იუნაიტედის" დატოვების შემთხვევაში იმ ხელფასის შემცირება მოუწევს, რასაც ამჟამად იღებს (100 ათასი ფუნტი კვირაში).
წყარო:
express