"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მარუან ფელაინის განუცხადა, რომ სეზონის მეორე ნაწილში მისი იმედი ექნება.
პრესაში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ფელაინი და მისი ძმა მილანში ყოფნისას არიან ასახულნი. ამას კი ჭორების გავრცელება მოჰყვა იმის შესახებ, რომ 29 წლის ბელგიელით მილანური გრანდები ინტერესდებიან.
მაგრამ ESPN თავის მანჩესტერულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მარუანის ტრანსფერის თაობაზე გაკეთებულ შეთავაზებებს "იუნაიტედი" კატეგორიულად უარყოფს.
გამოცემის თანახმად, მოურინიო მაღალ შეფასებას აძლევს ფელაინის სათამაშო უნარებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.
პორტუგალიელს იმის გამო სურს ფელაინის შენარჩუნება, რომ მას ნახევარდაცვაში სხვადასხვა როლის შესრულება შეუძლია.