"მანჩესტერ იუნაიტედის" ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებები "კრისტალ პალასსა" და "ვესტ ბრომთან" არა მარტო თავდადებითა და მედგრობით, არამედ სილამაზითა და ფინტებითაც იქნა მიღწეული.
ამ გამარჯვებიდან მეორე გაცილებით მეტად იყო დახუნძლული სანახაობრივი მომენტებით და ეს ექვსი ეპიზოდი შეადგენს ამ კვირის Trickbox-ის ვიდეოს.
უეინ რუნი, მაგალითად, "ჰოთორნსზე" მეტოქის კარის სიახლოვესაც გამოირჩებოდა და საკუთარი კარისაც, როცა დაცვას ეხმარებოდა. პოლ პოგბას ორი მომენტი ერგო ამ ვიდეოკოლაჟში, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ანდერ ერერაც მონაწილეობენ.