თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2016, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2257,
კომენტარები: 9
იბრაჰიმოვიჩის წელი ციფრებში
როგორი იყო 2016 წელი შვედი ფორვარდისთვის.
იბრაჰიმოვიჩის წელი ციფრებში
"ვესტ ბრომვიჩთან" შესრულებული დუბლით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი გოლების რიცხვი 2016 წელს 49-ს გაუტოლა.

მსოფლიო ფეხბურთის უმაღლეს ჩემპიონატებში მიმდინარე კალენდარულ წელს მხოლოდ "ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ შეძლო უფრო მეტი გოლის გატანა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ლა ლიგა ახალ წლამდე ისვენებს, იბრაჰიმოვიჩს შანსი აქვს წლის ბოლო ორ მატჩში არგენტინელის 51-გოლიან ნიშნულს გადაასწროს.

ზლატანმა "იუნაიტედის" რიგებში ჯამში 16 გოლი გაიტანა, მათგან 10 კი ბოლო 9 მატჩზე მოდის, ამას ემატება 33 გოლი, რომელიც პსჟ-ში გატარებული ბოლო სეზონის ნახევარში გაიტანა.

თუმცა, ამ რიცხვების გარდა კიდევ რამდენიმე გამორჩეული რიცხვია, რომლებიც ზლატანის შედეგებს ასახავს.

50 - ზლატანმა პსჟ თავისი 49-ე და 50-ე გოლების გატანის შემდეგვე დატოვა, როცა "ლეს პარიზელებმა" "მარსელი" საფრანგეთის თასის ფინალში 4-2 დაამარცხეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელმა ერთ სეზონში 50 გოლი გაიტანა.

11 - "იუნაიტედის" რიგებში პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ პირველ 16 მატჩში იბრაჰიმოვიჩმა 11 გოლი გაიტანა. ეს მაჩვენებელი მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროის შედეგს ჩამორჩება, რომელმაც 2001/02 წლებში ამავე რაოდენობის მატჩებში 12 გოლი გაიტანა, ხოლო რობინ ვან პერსისა (2012/13) და ენდი კოულის (1994/95) შედეგის თანაბარია.

16
- ზლატანმა "იუნაიტედის" რიგებში შობამდე ყველა ტურნირზე 16 გოლი გაიტანა. უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც ეს შეძლო, კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 2007/08 წლების სეზონში მიაღწია ამავე შედეგს.

8 - 2016 წელს ჩატარებული მატჩების ბოლო ხუთ წუთზე იბრაჰიმოვიჩმა 8 გოლი გაიტანა - 5 პსჟ-ს რიგებში და სამი "იუნაიტედის". მათგან ორი გოლი გამარჯვებისა იყო - "ტულუზასთან" იანვარში და "კრისტალ პალასთან" დეკემბერში.

4 - ჩვენმა ცენტრფორვარდმა ოთხი გამარჯვების გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში - "პალასთან", "საუთჰემპტონთან", "სუონსისთან" და "ვესტ ბრომთან". მხოლოდ დიეგო კოშტას აქვს უფრო მეტი გამარჯვების გოლი (6) გატანილი ამ სეზონში.

62 - შვედეთის ნაკრებში გატანილი გოლების რეკორდული მაჩვენებელი, რასაც იბრაჰიმოვიჩმა 116 მატჩში მიაღწია.

11 - მიმდინარე წელს იბრაჰიმოვიჩმა 11-ჯერ გაიტანა მატჩში ერთ ბურთზე მეტი (7-ჯერ პსჟ-ს რიგებში და 4-ჯერ "იუნაიტედის"). მისი ერთ-ერთი დუბლი "წითლების" მომდევნო ევროპელი მეტოქის, "სენტ-ეტიენის" კარში გავიდა, ხოლო მარტში მან 4 გოლი გაუტანა "ტრუას", რომელიც პარიზელებმა 9-0 დაამარცხეს.

25 - ზლატანმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა (22 სტარტი, 3 შეცვლა) ყველა ტურნირზე, რაც "იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. სიაში მომდევნო დავიდ დე ხეა და პოლ პოგბა არიან, რომელთაც 23 მატჩი აქვთ ჩატარებული (ყველა სასტარტოში).

2102 - წუთების რაოდენობა, რომელიც იბრას მიერ "იუნაიტედის" რიგებში მოედანზე გატარებულ დროს აღწნიშნავს (არ ითვლება მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო). სასტარტო შემადგენლობაში ყოფნისას მას არასდროს დაუტოვებია მოედანი.

700 - "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებული თავისი 23-ე მატჩი ზლატანისთვის მე-700 გამოდგა საკლუბო კარიერაში.

400 - იბრაჰიმოვიჩმა თავისი მე-400 გოლი გაიტანა 6 ნოემბერს, როცა "სუონსის" კარი მეორედ დალაშქრა. აღნიშნულ შეხვედრაში მის მიერ გატანილი პირველი გოლი ასევე აღსანიშნი იყო შემდეგი მიზეზის გამო...

25000 - პრემიერ ლიგაში გასული 25000-ე გოლი სწორედ ზლატანის ანგარიშზე ირიცხება. როცა ჰკითხეს, იცოდა თუ არა მან ამის შესახებ, უპასუხა: "არა, არ ვიცოდი. მეგონა, რომ 25 ათასივე გოლი მე გავიტანე".

წყარო: manutd.com
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
21 დეკემბერი 2016 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1528
ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ზუსტად პირველ რიგში ის ციფრი სადაც მისი ასაკი მოიხსენიება, გასაოცარი სტატისტიკა აქვს ამ ხნის კაცს, აღფრთოვანების მეტს არაფერს იწვევს ნებისმიერი ობიექტური ფეხბურთის გულშემატკივრისათვის განურჩევლად ვის ბალეშიკობს იმისა
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 დეკემბერი 2016 17:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მესის გადასწრების რეალური შანსი აქ
0
№3
ავტორი: Gamkrelidze
21 დეკემბერი 2016 17:51
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
25000 - პრემიერ ლიგაში გასული 25000-ე გოლი სწორედ ზლატანის ანგარიშზე ირიცხება. როცა ჰკითხეს, იცოდა თუ არა მან ამის შესახებ, უპასუხა: "არა, არ ვიცოდი. მეგონა, რომ 25 ათასივე გოლი მე გავიტანე".

მაგარი კაცია ძაან wink love
0
№4
ავტორი: stepno
21 დეკემბერი 2016 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: GaMkReLa
25000 - პრემიერ ლიგაში გასული 25000-ე გოლი სწორედ ზლატანის ანგარიშზე ირიცხება. როცა ჰკითხეს, იცოდა თუ არა მან ამის შესახებ, უპასუხა: "არა, არ ვიცოდი. მეგონა, რომ 25 ათასივე გოლი მე გავიტანე".

მაგარი კაცია ძაან wink love

მეც მაგაზე გამეცინაა :DDDDDDD
0
№5
ავტორი: giorgi_mg
21 დეკემბერი 2016 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სტატისტიკით იბრა ეხლა 30 წლის გეგონება)))) ვიძახი მე მომატებული აქ წლებითქო wink
0
№6
ავტორი: temo123temo123
21 დეკემბერი 2016 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
ციტატა: stepno
ციტატა: GaMkReLa
25000 - პრემიერ ლიგაში გასული 25000-ე გოლი სწორედ ზლატანის ანგარიშზე ირიცხება. როცა ჰკითხეს, იცოდა თუ არა მან ამის შესახებ, უპასუხა: "არა, არ ვიცოდი. მეგონა, რომ 25 ათასივე გოლი მე გავიტანე".

მაგარი კაცია ძაან wink love

მეც მაგაზე გამეცინაა :DDDDDDD

იბრაა <3 wink fellow
0
№7
ავტორი: JuanMata
22 დეკემბერი 2016 03:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: SANDROGRIGA
მესის გადასწრების რეალური შანსი აქ


შუაში ჰქონდა ჩავარდნა, თორემ უკვე გადასწრებული ექნებოდა, მაგრამ ახლა ისეთ ხოდზეა, შეიძლება ჰეთრიკებიც გაიტანოს ამ ორ მატჩში wink

ოცნებებში წავედი
0
№8
ავტორი: ikeoni
22 დეკემბერი 2016 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Magar kacaa ❤️
0
№9
ავტორი: SAF
7 იანვარი 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top