თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2016, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2264,
კომენტარები: 7
ვიდეო: სამი გამარჯვება ბოქსინგ დეიზე
"იუნაიტედის" სამი გამორჩეული მატჩი საფესტივალო დღეს.
ვიდეო: სამი გამარჯვება ბოქსინგ დეიზე
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" შესანიშნავი შედეგების შენარჩუნებას ეცდება ბოქსინგ დეიზე, როცა დევიდ მოიესი თავის "სანდერლენდს" "ოლდ ტრაფორდზე" ჩაიყვანს.

"წითლებმა" საფესტივალო დღეს გამართული ბოლო 20 მატჩიდან 18 მოიგეს, ჩვენს ვიდეოკოლაჟში კი სამ მათგანს გიჩვენებთ.

2008: "სტოკი" 0-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"


ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც იოკოჰამაში მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვეთ, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი მიწაზე დაეშვა და პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. ხმაური და შფოთი გარეთ, გამაყრუებელი ატმოსფერო შიგნით, "ბრიტანი სტედიუმი" და მისი მკვიდრები სერ ალექს ფერგიუსონის ფეხმარდ "წითლებს" დახვდა. სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი გუნდი გამოცდილებით დატვირთა - სასტარტო შემადგენლობაში ნევილი-სქოულზი-გიგზის ტრიო დაასახელა 21 თვის განმავლობაში პირველად. მას შემდეგ, რაც "მეთუნუქეების" სტანდარტულებმა არ გაჭრა და ენდი უილკინსონმა უხეშად თამაშის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა, "იუნაიტედის" კლასმა თავისი შედეგი გამოიღო და კარლოს ტევესმა მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მასპინძლები დაადუმა. "იმედი მაქვს, უკან რომ მოვიხედავთ, ვიტყვით, ტომ საოცარი გამარჯვება იყო", ღიმილით თქვა ფერგიუსონმა, რომელმაც ზედიზედ მესამედ მოიგო პრემეირ ლიგა იმ წელს.

2012: "მანჩესტერ იუნაიტედი" 4-3 "ნიუკასლ იუნაიტედი"

მე-20 ტიტულის მოპოვებისკენ მიმავალ გზაზე ალან პარდიუს "ჯორდებს" თუ ხვდები და თანაც ბოქსინგ დეიზე, საკმაოდ გქონია სანერვიული მიზეზი. სანამ წელი დასრულდებოდა, "წითლებმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 10 გამარჯვება მოიპოვეს და მე-11 უკვე საფრთხის წინაშე დადგა, როცა პირველებმა გაუშვეს გოლი. ორივე გუნდი შეერკინა ერთმანეთს და ჯეიმს პერჩის გოლის სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა ჯონი ევანსმა მალე გაათანაბრა ანგარიში, მოგვიანებით კი საკუთარ კარში გაიტანა და სტუმრები კვლავ დააწინაურა. პატრის ევრას დაბალ დარტყმულს პაპის სისემ უპასუხა, რის შემდეგაც რობინ ვან პერსიმ წონასწორობა კვლავ აღადგინა. მასპინძლები გამარჯვების მოპოვებას ესწრაფვოდნენ და რამდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან, მაგრამ ხავიერ ერნანდესის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით "ოლდ ტრაფორდი" გაგიჟდა. "ნეტავ სეზონის ბოლო მატჩი იყოს", - დასძინა სერ ალექსმა.

2013: "ჰალ სიტი" 2-3 "მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედის" საფირმო ქამბექები თან გაჰყვა პენსიაში გასულ სერ ალექს ფერგიუსონს, მაგრამ დევიდ მოიესის გუნდმა "ქეი-სი სტედიუმზე" სამი ქულის აღება სწორედ ასეთ სტილში შეძლო. სტივ ბრიუსის მიერ გაწვრთნილი "ჰალი" საათის მეოთხედ ნაწილში უკვე 2 ბურთი სხვაობით იგებდა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე უეინ რუნი და კრის სმოლინგმა წონასწორობა აღადგინეს. მოგვიანებით კი ჯეიმს ჩესტერმა, პირველი გოლის ავტორმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და "წითლებმა" გაიმარჯვეს. "10 წუთში 2-0 ანგარიშიც რომ იყოს, ასეთ რამეს ყოველთვის დავთანხმდებოდი", თქვა მოიესმა.

ვიდეოები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
21 დეკემბერი 2016 15:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნიუკასლთან მაგარი თამაში იყო 4-3 gun2
0
№2
ავტორი: gache1991
21 დეკემბერი 2016 15:50
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
20 tamashidan 18 mogeba..yoveltvis magra vtamashobit am periods,sakmarisi dro qondat dadasveneblad da wels saxlshi mshvenivrad vtamashobt amas damatebuli ori cxrilis bolosken myofi gundebi,ise martivad da kargad mochans yvelaperi didi imedi maq totoebi ar chaerevian :)) ori turi ise moviget arsenalma dakarga marto qulebi da didi imedi maq ori tamashis mogebit meore mesame adgils dzaaalian miuaxlovdebut
0
№3
ავტორი: ROONEY-RUNI
21 დეკემბერი 2016 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
რუნიმაც კაი გოლი სშეაგდო ჰალ სიტტან
0
№4
ავტორი: Gamkrelidze
21 დეკემბერი 2016 17:53
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მაგრად არ მევასება ტევეზი what
1
№5
ავტორი: stepno
21 დეკემბერი 2016 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: GaMkReLa
მაგრად არ მევასება ტევეზი what

რატოო? მე მაგრად მევასებოდა ყოველთვის
0
№6
ავტორი: gela-manutd
21 დეკემბერი 2016 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№7
ავტორი: ikeoni
22 დეკემბერი 2016 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magrad unda chavatarot es tamashebi ❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top