"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა იაია ტურემ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ისაუბრა თავის მიზნებზე და თავის ოცნებაზე.
კოტ დ'იუვარელი ნახევარმცველი "ქალაქელებს" 2010 წლის ზაფხულში შეუერთდა, მან "ბარსელონა" დატოვა და ინგლისში გადაბარგდა. მას შემდეგ "სიტის" მაისურით ექვსი ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორისაა პრემიერ ლიგის 2 ტიტული.
"როცა "ბარსელონადან" აქ გადმოვედი, ახალი მიზნები მქონდა. ვოცნებობ, რომ ახალი ისტორია შევქმნა, ვოცნებობ, რომ "სიტი" უდიდეს კლუბად იქცეს, იმაზე დიდ კლუბად, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედია", ეს ჩემი ოცნებაა. მე უკვე მოვიგე პრემიერ ლიგის ორი ტიტული, თუმცა მე უფრო მეტი მინდა. ვიცი რომ ამისთვის ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს, მაგრამ მე მიყვარს საფეხბურთო გამოწვევები.
როცა ვხედავ რომ ჩემი გუნდი თამაშობს და მე მათ ვერ ვეხმარები, ეს ჩემში დიდ პრობლემებს ქმნის. ამიტომაა საჭირო ვარჯიში, ამ დროს შენ გიწევს შენი ძლიერი ხასიათის გამოვლენა. ვფიქრობ, რომ მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მუდამ პროგრესირებს, მიუხედავად ყველაფრისა." - განაცხადა ტურემ.
შეგახსენებთ რომ 33 წლის ნახევარმცველმა, ამ სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა შეძლო.