"წითლები" კვლავ ამერიკაში გაემგზავრებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის ტურნეზე შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე დაბრუნდება, სადაც მომდევნო სეზონისთვის მომზადების პროცესში "მანჩესტერ სიტის" შეიძლება ეთამაშოს.
ლოს ანჯელესი ჟოზე მოურინიოს საყვარელი ადგილია, სადაც მას წინა სასეზონო ტურნეზე "ჩელსი", მადრიდის "რეალი" და "ინტერი" დაყავდა.
"იუნაიტედი" კი კალიფორნიაში ბოლოს 2015 წელს ლუი ვან გაალთან ერთად იყო, როცა სიეტლსა და სან ხოსეში დაბინავდა. წინა წელი კი გუნდმა ლოს ანჯელესში დაიწყო, სადაც ბევერლი ჰილზში გაჩერდა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში ვარჯიშობდა.
მოურინიო ვესტვუდში დაბანაკებას ამჯობინებს, რაც მეტროპოლისის უფრო მეტ ნაწილს მოიცავს.
"იუნაიტედს" გასულ წელსაც შეეძლო "სიტისთან" დაპირისპირება ჩინეთში გამართულ ტურნეზე, მაგრამ ძლიერმა წვიმამ 25 ივლისს გასამართი მატჩი ჩაშალა.
რა თქმა უნდა, ამას ხელი არ შეუშლია "იუნაიტედისა" და "სიტის" მატჩის შიდა ჩემპიონატში გამართვაში, მაგრამ ინგლისის ფარგლებს გარეთ მათ ჯერ არასდროს უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ, რაც 2017 წლის ზაფხულში შეიძლება მოხდეს.
წყარო:
the telegraph