ლონდონელები "წითელი ეშმაკების" ორ ფეხბურთელს შორის არჩევანს გააკეთებენ.
გოლეადორი ფორვარდის ძიებისას, რომელიც "ვესტ ჰემს" პრემიერ ლიგის ცხრილში მაღალ საფეხურზე ასვლაში უნდა დაეხმაროს, "ჩაქუჩებმა" ენტონი მარსიალის ან მარკუს რეშფორდის კანდიდატურას მიაგნეს.
გამომდინარე იქიდან, რომ "ჩელსიმ" მიჩი ბათშუაი არ დათმო, "ჩაქუჩები" იანვარში სხვა გამოსავალს მოძებნიან.
იდეალურ შემთხვევაში, "ვესტ ჰემს" პრემიერ ლიგაში უკვე სახელგანთქმული ფეხბურთელის შეძენა სურდა და "ჩელსის", "ლივერპულისა" და "იუნაიტედის" იმ ვარსკვლავებს დაადგა თვალი, რომელთაც პირველ გუნდში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ.
დანიელ სტარიჯი უკვე იმყოფება "ვესტ ჰემის" რადარზე, მაგრამ ისინი რეშფორდისა და მარსიალის სიტუაციასაც აკვირდებიან, რათა რომელიმე მათგანის საკუთარ რიგებში ხილვა შეძლონ.
თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, ჟოზე მოურინიომ იანვარში რომელიმე გაუშვას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხდებიან.
რეშფორდს 27 ნოემბრის შემდეგ აღარ დაუწყია შეხვედრა პირველივე წუთებიდან და 19 სექტემბრის შემდეგ არ გაუტანია გოლი, რის გამოც მოურინიო მას გაუმჯობესებას სთხოვს.
რაც შეეხება მარსიალს, იგი ვერ მოხვდა გუნდის ბოლო ორი გასვლითი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ლიგის თასზე, სადაც "ვესტ ჰემს" მისმა გუნდმა 4-1 მოუგო, ფრანგმა დუბლი შეასრულა.
"ვესტ ჰემი" აცნობიერებს, რომ მარსიალისა და რეშფორდის იჯარის წესით გადაბირების შანსი ნაკლები აქვთ და თავდამსხმელის დამატებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუკი ბათშუაი "ჩელსის" იანვარში გაშვებას მოსთხოვს.
მაგრამ თუ მათი მცდელობები ფუჭი იქნება და პრემიერ ლიგიდან ფეხბურთელს ვერ შეიძენენ, მაშინ ისინი სხვა ჩემპიონატის ფორვარდების გადაბირებას ეცდებიან.
წყარო:
the telegraph