"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, მემფის დეპაის გაყიდვისას ფინანსური დანაკარგი განიცადოს.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა 2015 წლის ზაფხულში "პსვ ეინდჰოვენს" 25 მლნ. ფუნტი გადაუხადეს ჰოლანდიელი ვინგერის სანაცვლოდ, ახლა კი მისი გაყიდვის სანაცვლოდ ამ თანხის ნახევარზეც თანახმა არიან.
მემფისისთვის ბრძოლაში "ევერტონი" ლიდერობს და რონალდ კუმანს მიაჩნია, რომ მის თანამემამულეს კარიერის გადარჩენაში დაეხმარება.
22 წლის ჰოლანდიელმა მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო "წითელი ეშმაკების" სასტარტო შემადგენლობაში და ისიც ლიგის თასზე "ნორთჰემპტონის" წინააღმდეგ.
ჟოზე მოურინიო არა მარტო დეპაის, არამედ ლუი ვან გაალის შენაძენ ორ სხვა ფეხბურთელსაც განშორდება მორგან შნეიდერლინისა და ბასტიან შვაინშტაიგერის სახით.