თბილისი:
მანჩესტერი:
20-12-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1752,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" კიდევ ერთი აფრიკელით დაინტერესდა
ერიკ ბაიის თანამემამულე "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა სამიზნეა.
იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ "იუვენტუსი" ხელს არ შეუშლის პრემიერ ლიგის გრანდებს ფრენკ კესის შეძენაში.

კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და მან თავისი კარიერის პირველ სრულ სეზონში უკვე გაიტანა ექვსი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.

მიუხედავად ასეთი წარმატებული სტატისტიკისა, "ბაინკონერი" 20 მილიონ ევროზე მეტს არ იხდის 19 წლის ნიჭიერ ნახევარმცველში, ხოლო "ტოტენჰემა" "ატალანტას" უკვე შესთავაზა 23 მილიონი "ჩეზენას" ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

"იუვენტუსი" არ აპირებს ფინანსურ ბრძოლაში შესვლას, მითუმეტეს, რომ ფეხბურთელის შეძენით "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალიც" ინტერესდებიან, რომლებიც არა იანვარში, არამედ სეზონის ბოლოს ეცდებიან კესის გადაბირებას.

კესის ნაცვლად, იტალიური გრანდი აქსელ ვიტსელის შეძენას აპირებს, ამიტომ პრემიერ ლიგის კლუბებს თავისუფლად შეეძლებათ კონკურენციის ერთმანეთისთვის გაწევა.

წყარო: calciomercato
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
20 დეკემბერი 2016 18:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოახლოვდა ფანჯარა და წამოვიდა ჭორები
0
№2
ავტორი: უეინ რუნი
20 დეკემბერი 2016 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
რანდენი უაზრო ჭორი დაიწერება კიდე ვინ იციის
0
№3
ავტორი: stepno
20 დეკემბერი 2016 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: უეინ რუნი
რანდენი უაზრო ჭორი დაიწერება კიდე ვინ იციის

ყველაზე ძალიან რაც მეზიზღება
0
№4
ავტორი: ikeoni
20 დეკემბერი 2016 19:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Martla ramdeni chori daiwereba))))
0
№5
ავტორი: giorgi_mg
20 დეკემბერი 2016 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგია, დადეთ ჭორებიც ხანდახან გვახალისებს, წასაკითხს ზრდის და მეტ დროს გვატარებინებს საიტზე))
არ დაწერას უაზრობებიც იწერებდეს მირჩევნია...
მადლობა ავტორს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top