კრის სმოლინგის მცირე ინტერვიუ.
12 მატჩის გამოტოვების შემდეგ კრის სმოლინგი მოედანს "ვესტ ბრომთან" მატჩში დაუბრუნდა, მომდევნო შეხვედრამდე კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ჟურნალს ინტერვიუ მისცა რუბრიკაში "ფეხბურთი და მე".
ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მცველი?ყოველთვის მომწონდა პაოლო მალდინი. ის ერთადერთი იყო. მისი თამაშის ლაივში ხილვის საშუალება არ მომცემია, მაგრამ მისი ბევრი თამაში მინახავს და წლების განმავლობაში არაერთ კლიპს ვუყურე, დიდებული კარიერა ჰქონდა.
წარსულში დაბრუნება და თქვენი კარიერის ერთი მომენტის გაცოცხლება რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა?"მომენტი, როცა პრემიერ ლიგის ტიტული პირველად აღვმართე. იმ მომენტს სამუდამო გავაშეშებდი".
პირველად რომელ თამაშს დაესწარით?"ჯილინგემისა" და "ბრედფორდის" დაპირისპირება. "ჯილინგემი" ჩემი ადგილობრივი კლუბი იყო იმ დროს და დედაჩემის მეგობარმა მე და ჩემს ძმას ბილეთები გვიშოვა. არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ პატარა ვიყავი და ჩემი პირველი მატჩი იყო. ჩვენს ირგვლივ მყოფ გულშემატკივრებთან ერთად სტადიონის ირგვლივ სიარული და ატმოსფერო ის არის, რასაც მე და ჩემი ძმა არასდროს დავივიწყებთ."
გაიხსენებთ პირველ მატჩს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ?"წარსული რომ გავიხსენო, ჩემი პირველი გუნდი "უოლდერსლეიდ ბოიზი" იყო, მათი 8-წლამდელთა ასაკის გუნდი. ვერ ვიხსენებ ვის ვეთამაშებოდით, მაგრამ მოედანი ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან რამდენიმე მილის დაშორებით იყო."
რომელს აირჩევდით, გამარჯვების მომტანი გოლის გატანას თუ გამარჯვების შემანარჩუნებელი ვარდნის განხორციელებას?"გამარჯვების მომტან გოლს. თავდაცვა ძალიან მომწონს და ასეთი ტიპის ვარდნები გოლს ჰგავს უბრალოდ, მაგრამ არ არის. არ არსებობს გოლის გატანასა და მის აღნიშვნაზე უკეთესი შეგრძნება."
ვინ არის ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?"რთულია არჩევა. იქიდან რომ ავირჩიო, რაც მახსოვს, პოლ სქოულზს დავასახელებდი, რადგან მისი ყურებით გავიზარდე და მასთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა. თქვენ თავადაც იხილავდით, რა გასაოცარი მოთამაშე იყო, ასე რომ, პოლ სქოულზს ავირჩევ".
წყარო:
manutd.com