მატეო დარმიანი მოხარულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში კარის "მშრალად" შენახვა და ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
იტალიელმა მცველმა, რომელმაც თავისი 50-ე მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" რიგებში, განაცხადა: "მშრალი" მატჩი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს და ბევრი არაფერი შევაქმნევინეთ. დაცვაში დიდებული გუნდური სულისკვეთებით და ერთად ვმოქმედებდით.
მხოლოდ რამდენიმე კუთხური მოიპოვეს ჩვენს კართან და ეს დიდებულია, რადგან მატჩის წინ მიზნად გვქონდა რაც შეიძლება ნაკლები კუთხური დანიშნულიყო.
გამარჯვება დავიმსახურეთ. ადრე გავიტანეთ და მატჩს ვაკონტროლებდით.
ამ შეხვედრამ კიდევ სამი ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოგვიპოვა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაც. თავდაჯერებულობა ამაღლდა, ყოველი გამარჯვება გვმატებს თვითრმწენას და გაუმჯობესებას ვაგრძელებთ.
ასე უნდა გავაგრძელოთ და დღესასწაულის პერიოდზე მოვახდინოთ ყურადღება".
"იუნაიტედს" ახლა ერთკვირიანი შესვენების პერიოდი ექნება ბოქსინგ დეიმდე, როცა "სანდერლენდს" სახლში დაუპირისპირდებიან.
"ჩვენი გამოჯანსაღება ძალიან მნიშვნელოვანია შობის პერიოდში. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რათა ჩემპიონატის მაღალ საფეხურზე მყოფებთან ჩამორჩენა შევამციროთ".