Goal.com-მა პრემიერ ლიგის მე-17 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკოს როხო მოხვდნენ.
მე-17 ტურში "იუნაიტედმა" "ვესტ ბრომვიჩის" დამარცხება ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით მოახერხა. შვედი ფეხბურთელი 11 გოლით პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილს იკავებს.
პრემიერ ლიგის მე-17 ტურის სიმბოლური გუნდი Goal.com-ის ვერსიით