მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიო ზაფხულამდე მოიცდის მორიგი დიდი შენაძენის განსახორციელებლად, "ფეიენოორდის" მარჯვენა მცველის გადაბირებას ზამთარშივე ეცდება.
მოურინიო მოხარულია ანტონიო ვალენსიას თამაშით ამ პოზიციაზე, მაგრამ აცნობიერებს, რომ ვალენსია გრძელვადიანი პერსპექტივა ვერ იქნება.
21 წლის კარსდორპი კი პირიქით, ახალგაზრდაა და დიდხანს თამაში შეუძლია, რის გამოც პორტუგალიელი 15 მლნ. ფუნტის გადახდას გეგმავს.
კარსდორპმა მოურინიოზე შთაბეჭდილების მოხდენა ევროპა ლიგის ეგიდით "იუნაიტედთან" ორი დაპირისპირებისას მოახერხა, თუმცა "ფეიენოორდი" ჰოლანდიის ჩემპიონობისკენ ისწრაფვის და თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვა სეზონის შუა პერიოდში ნამდვილად არ ენდომება.