თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2016, 10:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1792,
კომენტარები: 10
იბრაჰიმოვიჩი: "მე წითელ ღვინოსავით ვარ"
ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავის ასაკს არ უფრთხის.
იბრაჰიმოვიჩი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაშს მაშინაც კი შეძლებს, როცა 50 წლის იქნება.

35 წლის ფორვარდის პრემიერ ლიგაში მოსვლის შემდეგ საფეხბურთო სფეროში ჩართულ ზოგიერთ პირს მიაჩნდა, რომ შვედი ფორვარდი ინგლისში კარიერის დასასრულებლად გადავიდა, მაგრამ ზლატანი თავისი შესაძლებლობებით სრულიად სხვას ამტკიცებს.

იბრაჰიმოვიჩმა შესაძლო 27 მატჩიდან 25 ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა, რაზე დაყრდნობითაც მიაჩნია, რომ ასაკი მას მხოლოდ უკეთესს ხდის.

"რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უკეთესი ვხდები. როგორც წითელი ღვინო. გიყვართ წითელი ღვინო? ამის შესანიშნავი მაგალითი ვარ.

ჯერ კიდევ ვეჩვევი აქაურობას და თავს ბედნიერებად, კარგად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ვარ, თავს 20 წლის ბიჭად ვგრძნობ. ვფიქრობ, 50 წლის ასაკშიც კი ვითამაშებ",
- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შვედი ფორვარდი შეაქო ბენ ფოსტერმაც, რომელსაც იბრაჰიმოვიჩმა შაბათს ორი გოლი გაუტანა.

"ჰაერში კარგია, ფეხებით კარგად თამაშობს, ძლიერია. მეორე გოლს დააკვირდით, მოთამაშეთა უმრავლესობა პასისთვის ადრისეტას მოძებნიდა, ის კი მცველებს შორის გავიდა და უბრალოდ ბურთი კარში მოათავსა. რამდენი წლისაა? 35? ღმერთო, ის ხომ დიდებულია. ასეთ რამეებს მხოლოდ იმის ხარჯზე ვერ გააკეთებ, რომ პატარა ხარ".

წყარო: thesun
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
19 დეკემბერი 2016 11:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლა ითამაშებს 50 წლამდე wink
0
№2
ავტორი: kaxeti
19 დეკემბერი 2016 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
აბა შენ იცი არ დამჟავდე ოღონდ
0
№3
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2016 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Tavidan qonda cota sheguebis procesii rac bunebrivi iyo da exla racaa ki vxedavt yvela ❤️
0
№4
ავტორი: giorgi_mg
19 დეკემბერი 2016 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამას ასაკი მომატებული ხომ არ აქვს და ჩვენ გვაბოლებს?! wink
1
№5
ავტორი: mufc1878
19 დეკემბერი 2016 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
იბრააააააააააააააააააააააააააააააააა
0
№6
ავტორი: gache1991
19 დეკემბერი 2016 14:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
dzaaan magaria da 2 goli aklia ro 2016 wels yvelaze meti goli qondes gatanili erovnul chempionatebshi..1 uswrebs suaresi,suaresi wels agar tamashobs amas kide ori bulki elodeba midlsbro sanderlendi tan oldtrafordze,ase ro orive tamasshi girs amis golis ageba :)) tavs gaigijebs darwmunebuli var :)))
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
19 დეკემბერი 2016 17:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ტიპაჩა wink
0
№8
ავტორი: უეინ რუნი
19 დეკემბერი 2016 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
იმედია არ აძმარდებაა wink
0
№9
ავტორი: giorgisamnidze99
19 დეკემბერი 2016 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეს კაცი ითამაშებს ალბათ კიდე 4 წელი მაღალ დონეზე და ჩვენთან იქნება
0
№10
ავტორი: stepno
19 დეკემბერი 2016 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: გიორგი
მართლა ითამაშებს 50 წლამდე wink

50 წლამდე არ ვიცი მაგრამ 2 წელი ალბათ კიდე გაქაჩავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top