თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2016, 21:32
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2471,
კომენტარები: 7
"ვესტ ბრომვიჩი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-2
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩს" დაუპირისპირდა. მოურინიოს გუნდმა ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება შეძლო.

"წითელმა ეშმაკებმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლის წყალობით იმარჯვეს. შვედმა ჯერ მე-5 წუთზე თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი, ხოლო მეორე გოლი 56-ე წუთზე გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 0-2 დააფიქსირა.

მოურინიო: "ვფიქრობ, უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე "კრისტალ პალასთან", რადგან მათთან მცირე პერიოდი გვქონდა მეორე ტაიმში, როცა მატჩის სადავეები ხელიდან გავუშვით. დღეს კი, არა. დღეს მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით მატჩს, რაც ძალიან, ძალიან რთულია. ფეხბურთელები ფენომენალურად გამოიყურებოდნენ. დიდებულად ორგანიზებული და ასევე ფიზიკურად და მენტალურად ძლიერები იყვნენ, ამიტომაც ძალიან მოხარული ვარ ფეხბურთელებით და შედეგით, ასევე იმითაც, რომ გულშემატკივარი შობას უკეთესის მოლოდინში შეხვდება."

"ვესტ ბრომვიჩი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-2

გოლები: იბრაჰიმოვიჩი (5', 56')
გაფრთხილებები: დოუსონი, რონდონი, ბრანტი – იბრაჰიმოვიჩი, ლინგარდი, როხო
სტადიონი: "ჰოთორნსი", ვესტ ბრომვიჩი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-17 ტური
თარიღი: შაბათი, 17 დეკემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი

შემადგენლობები:

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, მაკოლი, დოუსონი (მორისონი 74'), ნიომი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, ჩადლი (ლეკო 82'), ფილიპსი (რობსონ-კანუ 81'), ბრანტი, რონდონი.

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, როხო, ჯონსი, ვალენსია, დარმიანი, კერიკი, ერერა (სმოლინგი 92'), პოგბა, ლინგარდი (რეშფორდი 77'), რუნი (ფელაინი 84'), იბრაჰიმოვიჩი.

მიმოხილვა



პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
7 კომენტარი
№1
ავტორი: tedore
18 დეკემბერი 2016 21:54
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
არსენალმა ისევ წააგო)))))))))) დაუბრუნდნენ კუთვნილ ადგილს)))
0
№2
ავტორი: ikeoni
18 დეკემბერი 2016 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ese unda gavagzelooot ❤️
0
№3
ავტორი: უეინ რუნი
18 დეკემბერი 2016 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
რუნის რომ გაეტანა ძაან მაგარი იიქნებოდაა
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 დეკემბერი 2016 23:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Saxlshi gvaq tamashebi da unda moigon
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
18 დეკემბერი 2016 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
არსენალს დააენძრა მაგათ და ტოტეს ჩამოვაგდებთ ალბათ 22 ტურამდე
0
№6
ავტორი: tupaca
19 დეკემბერი 2016 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
არადა სიტის გასხმა მინდოდა :(( არსენალს თავისით დაერხევა :))
1
№7
ავტორი: stepno
19 დეკემბერი 2016 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: tupaca
არადა სიტის გასხმა მინდოდა :(( არსენალს თავისით დაერხევა :))

სტი და არსენალი კაი მარა ჩელსი? :(((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top