"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბენფიკას" ცენტრალური მცველის, ვიქტორ ლინდელეფის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა 38 მილიონი ფუნტის ოდენობით.
"წითელ ეშმაკებს" ამჟამად პრობლემა არ აქვთ დაცვის ცენტრალურ ხაზში, მაგრამ აფრიკის თასზე ერიკ ბაიის წასვლა, ტრავმებისადმი ფილ ჯონსის მიდრეკილება და მარკოს როხოს არასტაბილურობა ჟოზეს მოურინიოს დაცვის ხაზის გაძლიერებისკენ უბიძგებს.
ბოლო პერიოდში პრესა აქტიურად უკავშირებს "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს 22 წლის ლინდელეფს და მისმა თანამემამულე ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც ისურვა ვიქტორის ხილვა თავის თანაგუნდელად.
Daily Mirror-ი იტყობინება, რომ "ბენფიკასთან" ლინდელეფის კონტრაქტის გამოსასყიდ თანხად 30 მლნ. ფუნტს მოიაზრებს, მაგრამ ეს პუნქტი მხოლოდ ზაფხულში გააქტიურდება. "იუნაიტედი" კი სეზონის დასრულებას არ დაელოდება და უკვე გააკეთა შეთავაზება მოთხოვნილზე 8 მლნ. ფუნტით მეტი თანხის ოდენობით.
აღნიშნული შეძენა სულაც არ ჰგავს პანიკურთა კატეგორიის შესყიდვას, რამეთუ "იუნაიტედი" რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა მცველს. "წითლები" ამჟამად ლისაბონელთა პასუხს ელიან.