თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2016, 10:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1741,
კომენტარები: 7
ლინგარდი იბრაჰიმოვიჩის შესახებ
ჯესი ლინგარდმა თავისი გამოცდილი თანამემამულე შეაქო.
ლინგარდი იბრაჰიმოვიჩის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა ჯესი ლინგარდმა თავისი თანაგუნდელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეაქო.

"ვესტ ბრომთან" მატჩში, რომელიც "წითელმა ეშმაკებმა" 2-0 მოიგეს, შვედმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა.

როცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ ჰკითხეს, ლინგარდმა უპასუხა: "ბუნებრივად გოლეადორია. კარგად ჩანდა მის მიერ გატანილი გოლების მაგალითზე.

ძალიან ადვილია მასთან ერთად თამაში, რადგან დიდებულ ჩარბენებს აკეთებს და მას ადვილად უკავშირდები".


მატჩში ანგარიში მეხუთე წუთზე გაიხსნა და ამაში ლინგარდმაც მიიღო მონაწილეობა თავისი საგოლე გადაცემით.

"მწვრთნელმა მითხრა, რომ სივრცეები მომეძებნა, ამიტომაც შევირბინე, თავი მაღლა ავწიე და ზლატანი დავინახე საჯარიმოში, რომელმაც დიდებულად დაასრულა თავურით".


ფორვარდმა "ვესტ ბრომის" მცველები ფიზიკურადაც დაჩაგრა.

"მათ მაღალი ბიჭები ჰყავთ, მაგრამ ამას გავუმკლავდით. ჩვენმა მცველებმა იცოდნენ, რომ ჰაერში ბურთის მოგება ძალიან რთული იქნებოდა ასეთი სიმაღლის მქონე ფეხბურთელებისთვის, მაგრამ მათ თამაშს ვუყურეთ და "მშრალი" მატჩი დავიმსახურეთ."

"წითლები" უკვე შვიდმატჩიანი წაუგებელი სერიით არიან პრემიერ ლიგაში და უფრო მეტის მოლოდინი აქვთ.

"უკვე რიტმში შევდივართ. ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და სრული შემადგენლობა გვყავს, ყველამ კარგად იცის თავისი როლი და ამჟამად თავიანთ საქმეს აკეთებენ".

გადატვირთული კვირის შემდეგ ფეხბურთელებს "ბოქსინგ დეიმდე" შეუძლიათ დასვენება და ლინგარდი "სანდერლენდთან" წარმატების მიღწევას იმედოვნებს.

"კარგ დროსაა. შეგვიძლია ოჯახებში დავისვენოთ. სამშაბათს ძალების აღდგენით დავბრუნდებით და "ბოქსინგ დეისთვის" მოვემზადებით".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 დეკემბერი 2016 10:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ამის გადმოსვლას და მგონი, ბევრს ახლაც არ მოსწონს იბრას თამაში, ზარმაცს და უმოძრაოს ეძახიან, მაგრამ რეალურად ძალიან დიდ შავ და თეთრ სამუშაოს ასრულებს. თავიდან მისი კრიტიკა დამსახურებულიც კი იყო შეიძლება, როცა იმდენ მომენტს ანიავებდა, მაგრამ ასეთი პერიოდი ყველას შეიძლება ჰქონდეს, მე კი ბევრი ისეთი გულშემატკივარი მხვდება, ვინც ფეხბურთელს ერთი და ორი თამაშიდან გამომდინარე იწუნებს ან აღმერთებს. ძალიან მალე იცვლება ხოლმე თუნდაც გუნდისადმი გულშემატკივართა დამოკიდებულება და ეს ერთგულებას სულაც არ ნიშნავს.

იმავე პოგბას, თუნდაც, მიწასთან ასწორებდნენ მისი ფასის გამო და მისგან რაღაც სასწაულს ელიან, მაგრამ ერთი-ორი მატჩი კარგად ჩაატარა და უკვე მაგარი ტიპი გახდა
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: dachi_mu
18 დეკემბერი 2016 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: RojoDiablo
ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ამის გადმოსვლას და მგონი, ბევრს ახლაც არ მოსწონს იბრას თამაში, ზარმაცს და უმოძრაოს ეძახიან, მაგრამ რეალურად ძალიან დიდ შავ და თეთრ სამუშაოს ასრულებს. თავიდან მისი კრიტიკა დამსახურებულიც კი იყო შეიძლება, როცა იმდენ მომენტს ანიავებდა, მაგრამ ასეთი პერიოდი ყველას შეიძლება ჰქონდეს, მე კი ბევრი ისეთი გულშემატკივარი მხვდება, ვინც ფეხბურთელს ერთი და ორი თამაშიდან გამომდინარე იწუნებს ან აღმერთებს. ძალიან მალე იცვლება ხოლმე თუნდაც გუნდისადმი გულშემატკივართა დამოკიდებულება და ეს ერთგულებას სულაც არ ნიშნავს.

იმავე პოგბას, თუნდაც, მიწასთან ასწორებდნენ მისი ფასის გამო და მისგან რაღაც სასწაულს ელიან, მაგრამ ერთი-ორი მატჩი კარგად ჩაატარა და უკვე მაგარი ტიპი გახდა

იბრას დროს კრიტიკა იმიტო იყო რო ყველას ეგონა და მათ შორის მეც რო აი მოვა და ეგრევე ითამაშებს,მაგრამ ყველას დაგვავიწყდა რო ესეც ადამიანია და დრო ჭირდებოდა ადაფტირებისთვის,ახალ გუნდში ახალ ჩემპიონატში.ასევე პოგბას..
1
№3
ავტორი: stepno
18 დეკემბერი 2016 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სანდერლენდი, მიდლსბრო და ვესტჰემი 9 ქულა გარანტირებული გვაქ. ამ თამაშიდან გამომდინარეეე smile
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 დეკემბერი 2016 12:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მთავარია სახლში კიდე უაზროდ არ გაანიავონ ქულები
1
№5
ავტორი: temo-scholes
18 დეკემბერი 2016 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ციტატა: RojoDiablo
ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ამის გადმოსვლას და მგონი, ბევრს ახლაც არ მოსწონს იბრას თამაში, ზარმაცს და უმოძრაოს ეძახიან, მაგრამ რეალურად ძალიან დიდ შავ და თეთრ სამუშაოს ასრულებს. თავიდან მისი კრიტიკა დამსახურებულიც კი იყო შეიძლება, როცა იმდენ მომენტს ანიავებდა, მაგრამ ასეთი პერიოდი ყველას შეიძლება ჰქონდეს, მე კი ბევრი ისეთი გულშემატკივარი მხვდება, ვინც ფეხბურთელს ერთი და ორი თამაშიდან გამომდინარე იწუნებს ან აღმერთებს. ძალიან მალე იცვლება ხოლმე თუნდაც გუნდისადმი გულშემატკივართა დამოკიდებულება და ეს ერთგულებას სულაც არ ნიშნავს.

იმავე პოგბას, თუნდაც, მიწასთან ასწორებდნენ მისი ფასის გამო და მისგან რაღაც სასწაულს ელიან, მაგრამ ერთი-ორი მატჩი კარგად ჩაატარა და უკვე მაგარი ტიპი გახდა

სამწუხარო რეალობაა...! winked smile
0
№6
ავტორი: უეინ რუნი
18 დეკემბერი 2016 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ძაან მაგარი ზამენაა ლინგარდი უბრალოდ სასტავში არ მინდა რო ვნახოო
0
№7
ავტორი: ikeoni
18 დეკემბერი 2016 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Sagol jesi ❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top