ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ მისცეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა თავიანთი მაისურები მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მოურინიომ "ვესტ ბრომთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თვითონ მისცა ასეთი მითითება.
"გულშემატკივარი დღესაც ისეთი საოცარი იყო, როგორც ყოველთვის და გვინდოდა აქ ჩამოსვლისთვის საშობაო საჩუქარი გაგვეკეთებინა.
ფეხბურთელებისთვის ეს მხოლოდ მორიგი მაისურია, რომელსაც ეკიპირებაზე პასუხისმგებელ პირს მისცემენ ან სხვა ფეხბურთელს გაუცვლიან, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ეს მაისური ბევრს ნიშნავს.
სამწუხაროა, რომ ყველა გულშემატკივარს არ ერგო, მაგრამ ისინი, ვინც მიიღეს, გახარებულები იქნებიან", - განაცხადა პორტუგალიელმა.