ჟოზე მოურინიო მოხარულია თავისი ფეხბურთელებით, რომლებმაც "ვესტ ბრომვიჩთან" 2-0 გამარჯვება მოიპოვეს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლი მასპინძლების მიერ უპასუხოდ დარჩა და "წითელმა ეშმაკებმა" სამი ქულა მოიპოვეს.
შეხვედრის შემდეგ მწვრთნელმა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
"ფენომენალური" თამაშით მოხიბლვა
"ვფიქრობ, უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე "კრისტალ პალასთან", რადგან მათთან მცირე პერიოდი გვქონდა მეორე ტაიმში, როცა მატჩის სადავეები ხელიდან გავუშვით. დღეს კი, არა. დღეს მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით მატჩს, რაც ძალიან, ძალიან რთულია. ფეხბურთელები ფენომენალურად გამოიყურებოდნენ. დიდებულად ორგანიზებული და ასევე ფიზიკურად და მენტალურად ძლიერები იყვნენ, ამიტომაც ძალიან მოხარული ვარ ფეხბურთელებით და შედეგით, ასევე იმითაც, რომ გულშემატკივარი შობას უკეთესის მოლოდინში შეხვდება."
სრული მბრძანებლობა
"ტონი პულისს კარგად ვიცნობ, მის გუნდებსაც და ვიცი, რომ როცა კონტროლს კარგავ, პრობლემები გექნება. ნებისმიერი მომენტში შეუძლიათ საჯარიმო დარტყმიდან ან კუთხურიდან გატანა და მერე სულ სხვა თამაში მიმდინარეობს. ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ბურთის დაჭერა და კონტროლი, მათ ნახევარზე თამაში, საჯარიმოდან მათი შორს ყოფნა და ეს 90 წუთის განმავლობაში მოვახერხეთ."
ლინგარდის ეფექტი
"ის ხუან მატასგან განსხვავებული მოთამაშეა. ორივე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ განსხვავებული. "პალასის" წინააღმდეგ თამაშისას ჩავთვალეთ, რომ ხუანის უნარების გამოყენება უფრო მნიშვნელოვანი იყო ბურთის შესანარჩუნებლად. დღეს კი მივიჩნიეთ, რომ სამი მორბენალი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უნდა გვყოლოდა და ეს ჯერ ლინგარდი იყო, მოგვიანებით კი რეშფორდი."
მომზადება შედეგს იძლევა
"ბევრს ვმუშაობთ, მიუხედავად იმისა, რომ მატჩებს შორის ცოტა დრო გვაქვს. გუშინ უფრო მეტი დრო გავატარეთ სავარჯიშო მოედანზე და სტანდარტულებზე ვიმუშავეთ, მოთამაშეებს ინფორმაციას ვუცვლიდით, მცველებს ვცდილით, სიტუაციის ანალიზს ვახდენდით. საშინაო დავალება დიდებულად შევასრულეთ და ამაში წვლილი ჩემს ანალიტიკოსებსაც მიუძღვით, რომლებიც არ ჩანან და არავინ იცის ვინ არიან, მაგრამ ისინი ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებელ ჩემთვის."
ბოქსინგ დეისთვის დასვენება
"დასვენებისთვის ორი დღე გვექნება - ფეხბურთელებმა ეს დაიმსახურეს. გარეშე პირები ამბობენ, რომ ცუდი ადამიანი ვარ, მაგრამ არც ამდენად ცუდი ვარ, ასე რომ, ეს მცდარი ინფორმაციაა. ორ დღეს დავასვენებ, რადგან დაიმსახურეს."
გულშემატკივართა რეაქცია ფელაინიზე
"გულშემატკივრები ფანტასტიკურები არიან. იმპულსური რეაქცია მხოლოდ იმის გამო ჰქონდათ, რომ მარუანმა "ევერტონთან" მატჩზე ცუდი გავლენა იქონია, მაგრამ შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ მარუანი არისნ ფეხბურთელი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს გასცემს - გასახდელში მყოფ ხალხს ის უყვარს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ ფანები მხარს უჭერენე".
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.