"იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ბრაზილიურ კლუბს წერილი მისწერა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა ბრაზილიური კლუბის, "შაპეკოენსეს" ხელმძღვანელობას წერილი მისწერა ავიაკატასტროფიდან მეორე დღეს და დახმარება აღუთქვა.
ვუდვორდის წერილში ნათქვამია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ისე ესმის "შაპეკოენსესთან" დაკავშირებულ ადამიანთა განცდები, როგორც არავის სხვას, რამეთუ კლუბს თავად აქვს გადატანილი მსგავსი ტრაგედია.
ვუდვორდმა ასევე მოუთხრო ბრაზილიელებს, რომ "იუნაიტედმა" ფეხზე დადგომა დიდწილად საფეხბურთო ორგანიზაციების დახმარებით მოახერხა და ურჩია, რომ ისინიც ამ გზას დადგომოდნენ.
"იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ასევე დახმარება შესთავაზა ბრაზილიელებს, კერძოდ კი მზადყოფნა გამოხატა იმისათვის, რომ "წითელი ეშმაკების" რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც მზად არიან "შაპეკოენსეს" რიგებში სათამაშოდ, ბრაზილიაში გაგზავნოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში კლუბს სამუშაოს ნებართვის მოპოვება მოუწევს ფეხბურთელებისთვის, რათა ამ უკანასკნელებმა ბრაზილიის სერია A-ში თამაში შეძლონ.
სხვათაშორის, "შაპეკოენსე" ფეხბურთელთა უფასოდ გადაბირების შეთავაზებების დეფიციტს არ განიცდის.
წყარო:
dailymail