მოგეხსენებათ, რომ SkySports-ის ექსპერტი, პოლ მერსონი ყოველკვირეულად გამოსცემს თავის ვარაუდს "პრემიერ ლიგის" ტურებზე, თუ რა ანგარიშით დასრულდება მატჩები. არც ეს ტური გახლდათ გამონაკლისი და ტრადიციულად პოლ მერსონმა თავისი ვარაუდი გამოთქვა.
პოლ მერსონის წინა წინასწარმეტყველება გამართლდა და "კრისტალ პალასი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბრძოლაში დამარცხდა, ანგარიშით 1-2
""ვესტ ბრომვიჩი" ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება, ბოლო თამაშში მათ "სუონსი" დაამარცხეს, მანამდე კი "ჩელსთან" მიუხედავად იმისა რომ დამარცხდნენ, მშვენიერი მატჩი ჩაატარეს. რაც შეეხება „იუნაიტედს“, ისინი ბოლო დროს კარგ ფორმაშ არიან. „კრისტალ პალასთან“ კარგი მატჩი ჩაატარეს, პოგბამ მისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით, ზლატანიც ძალიან კარგად თამაშობს, რაც შეეხება მაიკლ კერიკს, ის კვლავ საუკეთესო მეპასეა ინგლისში." - განაცხადა პოლ მერსონმა
პოლ მერსონის საბოლოო ვარაუდი ასეთია: "ვესტ ბრომვიჩი" 1 - 2 "მანჩესტერ იუნაიტედი"